png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „EMITT 2016“-ში მიიღო მონაწილეობა

  • ეკონომიკა
  • 08.02.2016
  • 17:08
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „EMITT 2016“-ში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, ქალაქ სტამბოლში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა „EMITT 2016“-ში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს სტენდზე ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილნი იყვნენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ახალციხის მერია და ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები - ტურისტული სააგენტოები Liberty Georgia და GeoNet Expo.

გამოფენას თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი Mahir Ünal-ი დაესწრო. საქართველოს სტენდი მოინახულეს ქალაქ სტამბულის ვიცე-გუბერნატორმა Ismail Gultekin-მა, საქართველოს კონსულმა ირაკლი ასასაშვილმა და ასევე ვიცე კონსულმა ვალერიან ბოდაველმა.

აღსანიშნავია, რომ "EMITT 2016"-ზე საქართველოს სტენდი სპეციალური სიგელით -„ყველაზე ორგანიზებული სტენდი“, დაჯილდოვდა.

გამოფენა 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველი ორი დღე გახსნილი იყო საქმიანი ვიზიტორებისათვის, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრები სასტუმროების წარმომადგენლებთან, ტურისტული სერვისის მომწოდებლებთან, ტურ-ოპერატორებთან და ასევე სხვადასხვა გამოფენების ორგანიზატორებთან.

შემდგომი 2 დღე გამოფენა გაიხსნა ფართო საზოგადოებისთვის, სადაც საქართველოს დელეგაციამ ქვეყნით დაინტერესებულ სტუმრებს, მათთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდა.

გამოფენის მსვლელობისას გაიმარტა ასევე ქართული ღვინის დეგუსტაცია.

აღსანიშნავია, რომ თურქმა ტურისტებმა ქვეყნის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს. მათი სურვილია საქართველოს საზღვაო ქალაქების გარდა, თბილისისა და მაღალმთიანი რეგიონებშიც იმოგზაურონ.

გამოიკვეთა, რომ დიდია ინტერესი ქართული ღვინის მიმართაც, რომელიც თურქეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სტამბულის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა "EMITT 2016" მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული გამოფენაა, რომელიც ხალხმრავლობით გამოირჩევა. გამოფენაშიმსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

EMITT-ში მონაწილეობა სამომავლოდ ხელს შეუწყობს თურქეთის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებას და საქართველოში თურქეთიდან უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge