png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

კატეგორიულად მიუღებელია ჭირისუფალს მიკროფონით დავადგე. მილიონ ბოდიშს გიხდით - ინგა გრიგოლია

  • საზოგადოება
  • 09.10.2021
  • 21:40
კატეგორიულად მიუღებელია ჭირისუფალს მიკროფონით დავადგე. მილიონ ბოდიშს გიხდით - ინგა გრიგოლია

 ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ეხმიანება ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ კადრებს, სადაც ჩანს, როგორ უსვამს კითხვებს ერთ-ერთი ჟურნალისტი ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ოჯახის წევრს.

ინგა გრიგოლიას თქმით, მიუღებელია ჭირისუფალს მიკროფონით დაადგე და ამის გამო ის საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

"ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ჭირისუფალს მიკროფონით დავადგე და კომენტარი ვთხოვო ან ჩავწერო, მისი ნებართვის გარეშე. ეს იმ რეაქციის პასუხად, რაც ტვ პირველის ჟურნალისტის სინქრონს მოყვა...იმის მიუხედავად, რომ ერთ ტელევიზიაში ვმუშაობთ მე და ის ახალგაზრდა ჟურნალისტი, ცალსახად ვემიჯნები ასეთ ჟურნალისტიკას. მთავარმა პროდიუსერმა განმარტა, რომ შვილმკვდარ მამასთან ეს კომენტარი მაშინ ჩაწერა რეპორტიორმა, როცა არც მისი მეუღლე იყო გარდაცვლილი და არც ბავშვები ნაპოვნი. ვიდარდე მთავარი პროდიუსერის ნაცვლადაც, რომელიც ორი დღეა, უაღრესად მაღალი პროფესიონალიზმით და ცრემლიანი აშუქებდა ბათუმის ტრაგედიას და ისიც ფაქტის წინაშე აღმოჩნდა. ისე ვწუხვარ..ისე.. მე არ მომწონს და ვნერვიულობ ასეთ მუშაობაზე...ძალიან მძიმე საყურებელი იყო ,მოვკვდი ნერვიულობით და რადგან ჩემი არხის მიკროფონი იყო,მე ვუხდი ბოდიშს მაყურებელს,!! ბოდიშს გიხდით ყველას, ვინც ასე გაგანერვიულათ ამ კომენტარმა (მეც მაყურებლის პოზიციიდან ვნახე)... მხოლოდ ერთს ვიტყვი, ის ხალხი მაინც ნუ დაგვაბულინგებთ, ვინც ბარბარე რაფალიანცის სიკვდილს აშუქებდით ისტერიულად და დედამისს თუ სხვა პოლიტიკოსებს თხრიდით პირში მიკროფონებს და მკვლელად აცხადებდით ადამიანს, რომელიც სრულიად უდანაშაულო იყო ამ ტრაგედიაში. იმის მიუხედავად, რომ მე არაფერ შუაში ვარ ამ ინტერვიუსთან, მილიონ ბოდიშს გიხდით, როგორც ტვ პირველის თანამშრომელი. ბოდიში!". - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge