png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

რალი, როგორც ენერგიის უშრეტი წყარო - ბელა ბურძენიძის "ოფროუდ" თავაგადასავალი

  • საზოგადოება
  • 15.10.2021
  • 18:08
 რალი, როგორც ენერგიის უშრეტი წყარო - ბელა ბურძენიძის "ოფროუდ" თავაგადასავალი

ბელა ბურძენიძე მოყვარული ავტომრბოლელია, რომელიც ქალთა საერთაშორისო რალიზე, წელს, მესამედ ასპარეზობს. შეჯიბრი მათთვის არის, ვისაც ავტომობილი, "ოფროუდი", წინაღობების გადალახვა, გზის გაკვლევა და მიუვალი ადგილების "დაპყრობა" უყვარს. მათ შორის არის ბელაც. 

ბელა ბურძენიძეს თბილისში საკუთარი სამკერვალო სალონი და რამდენიმე პატარა საცხობი აქვს. ჰყავს 3 შვილი და 2 შვილიშვილი. ავტომობილს, თითქმის, 30 წელია მართავს. ავტომრბოლელობაზე არ ფიქრობდა, სანამ ერთ დღეს ქალთა საერთაშორისო რალიში მონაწილეობა არ შესთავაზეს, რამაც ყველაფერი შეცვალა.

"ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, მას შემდეგ, რაც პირველად გამოვედი რალიზე. დღეს, "ოფროუდიდან" "ოფროუდამდე" ვცხოვრობ."

წელს 1500-კილომეტრიანი დისტანციის დასაფარად, სტარტი მონაწილეებმა თბილისიდან აიღეს. ფინიშის ხაზი კი ბათუმშია მონიშნული. გამარჯვებულები ზღვისპირა ქალაქის ბულვარში დასახელდებიან. 

ამ ღონისძიებას კიდევ ერთი მისია აქვს, ჰუმანიტარული. მონაწილეები მაღალმთიან სოფლებში ჩავლენ და შემწეობამოკლებულ ოჯახებს დატვირთული მანქანებით ესტუმრებიან. 

პილოტი - ბელა ბურძენიძე, შტურმანი კი ლია კავაჭაძეა. ეკიპაჟს მომზადებაში Toyota Center Tegeta დაეხმარა, სადაც ახალ მანქანასთან დაკავშირებული ყველა ნიუანსი დეტალურად შეასწავლეს. 3 თვის განმავლობაში, არაერთი ტესტ-დრაივი მოეწყო განსხვავებულ რელიეფზე თუმცა, კომპანიის ჩართულობა ამით არ სრულდება, მხარდაჭერასა და გულშემატკივრობას ტოიოტა ცენტრი თეგეტა რალის ბოლომდე აპირებს. 

"ვფიქრობთ, არ არსებობს ქალისთვის შეუფერებელი პროფესია, საქმიანობა და ჰობი. რეალურად, სურვილისა და ინტერესის შემთხვევაში ქალები ავტომობილებში არანაკლებ ერკვევიან, არიან კარგი მძღოლები, წარმატებებს აღწევენ შეჯიბრებებშიც. მსგავს პროექტებში ქალებს თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ეძლევათ - მხარს ვუჭერთ გენდერულ თანასწორობას და ვფიქრობთ, რომ ქალის ადგილი არის ყველგან, სადაც თავად მოისურვებს", - ამბობს Toyota Center Tegeta-ს მარკეტინგის მენეჯერი, თეა მანჯავიძე.

ბელა გამარჯვებისათვის ემზადება და რთული ლოკაციების დასაძლევადაც მზად არის. თითოეული ადგილი კონკრეტული ქულით, სირთულის მიხედვით ფასდება. ირკვევა, რომ წელს დიდი კონკურენციაა, - მთელი მსოფლიოდან 40 ეკიპაჟი მონაწილეობს. 

"უმეტესობა პროფესიონალია, მე კი ძალიან მოკლე დროში მოვედი აქამდე. პირველად სულ გამოუცდელი ვიყავი, მეორე წელს კი უკვე მესამე ადგილი ავიღე. მეამაყება ჩემი წარმატება. ჩემი შვილები, მეგობრები ამაყობენ ჩემით. ესეც დამატებითი სტიმულია", - გვიყვება ბელა ბურძენიძე.

მისი ინტერესების სფერო საკმაოდ ფართოა. საცხობსა და სამკერვალოს ხომ ფლობს, თბილისში ბავშვთა გასართობი რამდენიმე ცენტრიც მოხატა, ტატუ არტისტია და მოგზაურობა უყვარს, მაგრამ ყველაზე დიდი ენთუზიაზმით რალიზე გვესაუბრება. ამბობს, რომ 2019 წლიდან, როცა შეჯიბრში პირველად მიიღო მონაწილეობა, მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

"იცით, ადრე, მქონია მომენტები, სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლაზე ვფიქრობდი. თუმცა რაც რალიში ვმონაწილეობ, მთელი საქართველო შემოვიარე, თითქოს ხელახლა აღმოვაჩინე და თავიდან შემიყვარდა ჩემი ქვეყანა. საერთოდ აღარ მინდა არსად წასვლა. თანაც, წარმოუდგენელია ჩემი ცხოვრება რალის გარეშე, ოქტომბერი იწყება თუ არა, სხვა აღარაფერი არსებობს ჩემთვის. ეს არის სრულიად ახალი, განსხვავებული ენერგიის წყარო ჩემს ცხოვრებაში". 

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge