png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" მადრიდის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობს

  • საზოგადოება
  • 15.10.2021
  • 20:13
 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" მადრიდის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

მადრიდის წიგნის საერთაშორისო საქმიანი შეხვედრებითა და სამომავლო გეგმების გამოირჩეოდა. „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სახელით არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რაც საქმიან ურთიერთობებს, კიდევ უფრო გააძლიერებს. წელს პირველად, საქართველო ეროვნული სტენდით იყო წარმოადგენილი გვადალახარას წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც უდიდესია ესპანურენოვან სამყაროში. სწორედ მადრიდში გაიმართა ამ ღონისძიების "წიგნის დედაქალაქის" პროექტის დაგეგმვის ნაწილი. 

ჩატარებული შეხვედრების ფარგლებში საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა: არა მხოლოდ თბილისში მინდინარე წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტი და მისი ანგარიში, არამედ საუბარი შეეხო მომავალ თანამშრომლობაზეც. 

„კონკრეტულად ვისაუბრეთ პროექტზე, რომლის მიხედვითაც, მომდევნო წლის თებერვალში თბილისისა და გვადალახარას წიგნის მსოფლიო დედაქალაქები მწერლების გაცვლით სარეზიდენციო პროგრამას ერთობლივად განვახორციელებთ. მექსიკელი ავტორი თბილისში, ხოლო, ქართველი ავტორი მექსიკაში იმუშავებს თავის მომდევნო წიგნზე. პანელის მიმდინარეობისას, იან დენისონმა, იუნესკოს ახალი ინიციატივის, წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ნეთვორქის შექმნა დააანონსა. ნეთვორქი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის წოდების მოპოვების მსურველ ქალაქებს დაეხმარება განაცხადის შევსებაში, გაუზიარებს გამოცდილებას და, რაც მთავარია, დაეხმარება დაფინანსების მოპოვებაში“, - ამბობს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

წლევანდელი მადრიდის წიგნის ფესტივალის სტუმარი ქალაქი, გვადალახარა იყო, რომელიც წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს, თბილისისგან, 2022 წლის აპრილში გადაიბარებს. გაიმართა შეხვედრა გვადალახარას წიგნის ბაზრობის წარმომადგენლებთანაც და დაიგეგმა ბაზრობაზე ქართული მწერლობისა და ავტორების წარდგენაც. 

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც საქართველოს ბანკი გენერალური სპონსორობითა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. ხორციელდება. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge