png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  • საზოგადოება
  • 19.10.2021
  • 11:30
 "ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

15 ოქტომბერს კავკასიის უნივერსიტეტს, "ავერსის კლინიკასა" და კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანი მედიკოსი სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიცემა და დასაქმების პერსპეტივის შექმნაა.

"ჩვენი სურვილია, მომავალ ექიმებს განვითარების, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზაციის შესაძლებლობა მივცეთ, - აღნიშნა "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ.

მისივე თქმით, მომავალი ექიმებისთვის პრაქტიკულ გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. "ავერსის" სამედიცინო დაწესებულებებში კი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის შესანიშნავი პირობებია - ტექნიკური აღჭურვილობა, უახლესი აპარატურა, პროფესიონალი ექიმების გუნდი მომავალ მედიკოსებს ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებაში დაეხმარება.

უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ აღნიშნა, რომ თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოცდილებით განმტკიცება პროფესიონალად ჩამოყალიბების აუცილებელი პირობაა:

"კავკასიის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ქვეყანაში ერთ-ერთ საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებსაც "ავერსი" წარმოადგენს. ეს არის დასაწყისი მნიშვნელოვანი თანამშრომლობისა და პარტნიორობისა, რომლის ფარგლებშიც კავკასიის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტები პრაქტიკას "ავერსის" კლინიკებში გაივლიან".

ლაშა ბაზაძემ, კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა საუკეთესო შედეგს მოუტანს როგორც კლინიკას, ისე უნივერსიტეტს და, რაც მთავარია, თითოეულ პაციენტს:

"კავკასიის უნივერსიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული და პროგრესული სასწავლებელია, სადაც ხდება თანამედროვე ხედვების გაზიარება მაღალტექნოლოგიური მედიცინის პრაქტიკული მიმართულებით. ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბირთვული მედიცინა, რადიოთერაპია, სიახლეების დანერგვა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მქონე კადრების შექმნა, მედიკოსთა კვალიფიკაციის ამაღლება, პირველ რიგში, პაციენტების ინტერესებს ემსახურება".

მემორანდუმი გრძელვადიანია და არაერთ სტუდენტსა და მომავალ მედიკოსს მისცემს კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge