png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ ქვეყანა უფრო მეტი ირანელი ტურისტის მოლოდინშია

  • ეკონომიკა
  • 09.02.2016
  • 14:40
ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ ქვეყანა უფრო მეტი ირანელი ტურისტის მოლოდინშია

ბოლო წლებში საქართველოში ირანელი ტურისტების რაოდენობის კლება აღინიშნებოდა, თუმცა ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ ქვეყანა უფრო მეტი ირანელი ტურისტის მოლოდინშია.

როგორც ცნობილია, ქართული მხარის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის. გიორგი კვირიკაშვილმა და ჰასან რუჰანიმ ისაუბრეს ქართველი და ირანელი ხალხის მჭიდრო კულტურულ ურთიერთობებზე.

საუბრისას გამოითქვა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ქართული მხარე გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაში გამოიხატება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოში 25 ათას 264 ირანელი მოგზაური დაფიქსირდა. 2014 წელს კი - 47 ათას 929 ირანელი მოგზაური, რაც იმას ნიშნავს, რომ 2015 წელს 2014 წელთან შედარებით ირანელ მოგზაურთა რაოდენობა 47 %-ით შემცირდა.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წელს საქართველომ 85 ათას 598 ირანელ ტურისტს უმასპინძლა, ანუ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით საქართველოში ირანელ ტურისტთა რაოდენობა 44 %-ით შემცირდა. ~

2012 წელს საქართველოში 89 ათას 697 ირანელი მოგზაური იმყოფებოდა. ანუ 2013 წელს 2012 წელთან შედარებით მაჩვენებლები 5 %-ით შემცირდა. ბოლო 5 წლის სტატისტუიკურ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, სახეზეა, რომ საქართველომ ყველაზე მეტ ირანელ ტურისტს 2012 წელს უმასპინძლა.

უნდა აღინიშნოს, რომ ირანიდან ტურისტების კლება მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც საქართველომ 2013 წელის სექტემბერში ირანთან სავიზო რეჟიმი გაამკაცრა.

2010 წელს საქართველომ ირანიდან 21 ათას 313 ტურისტი, ხოლო 2011 წელს კი 60 ათას 191 ტურისტი მიიღო. საანგარიშო პერიოდში ზრდამ 182 %-ი შეადგინა.

მიმდინარე ეტაპისთვის საქართველოში ირანელი ტურისტების რაოდენობა 26 %-ითაა გაზრდილი. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 2016 წლის იანვარში საქართველომ 1 ათას 129 ირანელ მოგზაურს უმასპინძლა, 2015 წლის იანვარში კი - 894 მოგზაურს, შესაბამისად ზრდამ 26 %-ი შეადგინა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge