png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დავით ნარმანიამ სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი ცენტრის “OkTopUs“-ის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

  • საზოგადოება
  • 09.02.2016
  • 15:01
დავით ნარმანიამ სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი ცენტრის “OkTopUs“-ის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ დაფინანსებით  დაწყებული  სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი ცენტრის, „OkTopUs“-ის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

ახალ სავარჯიშო-გამაჯანსაღებელ ცენტრს შპს „ფიტამინი“ გახსნის, რომლის განაცხადი შესაბამისმა კომისიამ გასული წლის დეკემბერში განიხილა და დააკმაყოფილა. პროგრამის შესაბამისად, ბენეფიციარმა  70000 ლარი მიიღო ძირითადი საშუალებების ხარჯების თანადაფინანსებისთვის. ცენტრის გახსნის შემდეგ შპს „ფიტამინი“, ასევე, ისარგებლებს ფართის იჯარისა და სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტებით. სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი ცენტრი  გათვლილია 2 000 მომხმარებელზე. ცენტრი 1,425 კვ.მ. ფართობზე განთავსდება და შექმნის 20 მუდმივ სამუშაო ადგილს. ცენტრის გახსნის შემდეგ, თბილისის მერიის მიერ შერჩეული მოწყვლადი ჯგუფების 50 წარმომადგენელი მომსახურებაზე მინიმუმ 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, პროექტის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სპეციალური შეღავათები გაკეთდება.

„აღნიშნული პროექტი სოციალური დაცვის თვალსაზრისითაც  მნიშვნელოვანია.  ფიზიკური დატვირთვის მიღება ხელმისაწვდომი გახდება მოწყვლადი ჯგუფებისთვისაც. როგორც ხედავთ, უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. პროექტის დასრულება და გახსნა აპრილის ბოლოსთვის არის  ნავარაუდევი“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

მუნიციპალური პროგრამის ძირითადი მიზანია ბიზნეს საქმიანობის მხარდაჭერის გზით ახალი გამაჯანსაღებელი ცენტრების შექმნისა და არსებული გამაჯანსაღებელი ცენტრების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, მოწყვლადი ჯგუფებისთვის სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და თბილისში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

სანდრო ეულის N7-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერთან ერთად, „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე მარგიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა  დაათვალიერეს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge