png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ იმოქმედოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დასაცავად - ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო

  • საზოგადოება
  • 05.11.2021
  • 11:36
მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ იმოქმედოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დასაცავად - ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ჯუზეპე პაზოტო მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და მთავრობას მისი სიცოცხლის დაცვისკენ მოუწოდებს.

 ჯუზეპე პაზოტოს განცხადებას სრულად ეთანხმება წმიდა საყდრის ნუნციუსი საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური.

"როგორც მასმედია გვაუწყებს, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და შესაძლოა შეუქცევადი სახე მიიღოს. ვერავინ, საქართველოს ვერც ერთი მკვიდრი, მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ვერ დარჩება გულარხეინ მაყურებლად. კათოლიკე ეკლესიის სახელით მსურს განვაცხადო, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლეს ფასდაუდებელი ღირსება გააჩნია, თითოეული სიცოცხლე ძვირფასია ღვთისათვის და ამიტომაც თითოეული სიცოცხლე უნდა დავიცვათ, მოვუფრთხილდეთ და ხელი შევუწყოთ მას. ვერავინ, ვერავინ, ვერავინ იფიქრებს, უგრძნობელი და უმოქმედო დარჩეს საფრთხის ქვეშ მდგარი სიცოცხლის წინაშე, სიცოცხლისა, რომელიც ხვალ შესაძლოა აღარ იყოს; მაშინაც კი, როცა ადამიანი, შესაძლოა, საკუთარი სიცოცხლის მოსწრაფებას ცდილობდეს, ვერ დავრჩებით მაყურებლებად, ჩარევის გარეშე. თითოეული სიცოცხლის წინაშე კათოლიკე ეკლესია არამხოლოდ წინააღმდეგია სიკვდილით დასჯისა, არამედ იმისაც, რომ დაშვებულ იქნას, რომ მავანი აღმოჩნდეს ან ჩააგდონ ადამიანისათვის უღირს მდგომარეობაში. თითოეული ადამიანისათვის მოკვდა იესო, სწორედ იმის სათქმელად, თუ რა ფასი ადევს და რაოდენ ძვირფასია თითოეული ადამიანი.

თითოეული ვაგებთ პასუხს ღვთის წინაშე ჩვენს ქმედებათა გამოც და უმოქმედობისთვისაც, ამ პასუხისმგებლობას ვერავინ აარიდებს თავს. აქ ჩემი განზრახვა როდია მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი მხარე გავარჩიო (ეს შესაძლო დავალება მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს საქმეა), არამედ – კათოლიკეთა სახელითაც –, მივმართო ყველა ხელისუფალს, რომლებიც სხვადასხვა სახით არიან კომპეტენტურები, დაუყოვნებლივ იმოქმედონ, რათა მისი სიცოცხლე დაცულ იყოს და ყოველგვარი საფრთხისაგან არიდებული, შიმშილობის პროტესტისგან გამოწვეული საფრთხისაგანაც. ეს ასე უნდა იყოს ყოველი ადამიანის შემთხვევაში, ყოველგვარი პოლიტიკური, რელიგიური თუ ეროვნული შეფერილობის მიუხედავად. თუმცა ამ შემთხვევაში, თითოეულის კერძო შეფასების მიუხედავად, ვერავინ დაივიწყებს იმ როლს, რომელიც მესამე პრეზიდენტმა შეასრულა ჩვენი ქვეყნის სამსახურში. ჩვენი დღევანდელობა ხომ მის მიერ შესრულებული ისტორიული როლის შედეგიცაა", - წერია განცხადებაში.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 36-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge