png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სოზარ სუბარი ეკომიგრანტ მოსწავლეებს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 10.02.2016
  • 17:34
სოზარ სუბარი ეკომიგრანტ მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ეკობანაკის მოსწავლეებს შეხვდნენ.

მაღალმთიანი აჭარის, ქვემო ქართლისა  და კახეთის რეგიონში არსებული ოთხი სკოლის 24 ეკომიგრანტ მოსწავლეს კვალიფიციურმა ექსპერტებმა ბიზნეს პროექტების შედგენასა და საკომუნიკაციო არხების მნიშვნელობის შესახებ 4-დღიანი ტრენინგი ჩაუტარეს.

შეხვედრაზე, სოზარ სუბარმა მოსწავლეებს სამინისტროს მიერ ეკომიგრანტების განსახლების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ შეცვალა მიდგომა და ეკომიგრანტი ოჯახი თავისი სურვილის მიხედვით ირჩევს საცხოვრებელ ადგილსა და სახლს, რაც მათ  შემდგომ ინტეგრაციასა და ადაპტაციას უწყობს ხელს. სოზარ სუბარმა ასევე ისაუბრა ტრენინგების მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრაზე მინისტრმა ეკომიგრანტი მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.

ორგანიზაცია CENN-მა ტრენინგის მონაწილე ყველა მოსწავლეს ინდივიდუალური საჩუქრები, ხოლო თითოეულ სკოლას მცირე ბიბლიოთეკა და გლობუსი გადასცა.

სამინისტრომ, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მოსწავლეებს სპორტული ფეხსაცმელები გადასცა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge