png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

პრემიერ-მინისტრი ევროკომისარ მიგელ არიას კანიეტეს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 10.02.2016
  • 17:58
პრემიერ-მინისტრი ევროკომისარ მიგელ არიას კანიეტეს შეხვდა

საქართველოს ენერგოსექტორის განვითარებასა და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების მისწრაფებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა კლიმატისა და ენერგორესურსების საკითხებში მიგელ არიას კანიეტემ დღეს გამართულ შეხვედრაზე.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორის სურვილია, შექმნას რეგიონში ყველაზე მიმზიდველი ენერგეტიკული ბაზარი.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს განახლებადი ენერგიის წარმოებისკენ მიმართულ პროექტებს, რომელთა მიზანია, საქართველო, მწვანე ენერგიის წარმოების მხრივ, რეგიონული ლიდერი გახდეს. პრემიერმა ევროკომისარს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამჟამად 114 ასეთი პროექტი მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 6.4 მილიარდი დოლარია.

პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას ასევე ისაუბრა ქარის ელექტროსადგურის პირველი საპილოტე პროექტის შესახებ, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან ერთად შიდა ქართლში ახორციელებს და რომლის დასრულება 2016 წლის პირველ კვარტალში იგეგმება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამხრეთის გაზის დერეფნისა და სამხრეთ კავკასიური მილსადენის მნიშვნელობაზე, რომელიც „შაჰდენიზის" პროექტის ნაწილია. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პროექტები ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას და სტაბილურობას უზრუნველყოფს. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge