png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

„ტელეიმედის“ წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარი კომისიამ წარმოებაში მიიღო

  • ეკონომიკა
  • 11.02.2016
  • 12:40
 „ტელეიმედის“ წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარი კომისიამ წარმოებაში მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრი წარმოებაში მიიღო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციამ დაამზადა სოციალური რეკლამა და წერილით მიმართა შპს „ტელეიმედს“ სოციალური რეკლამის ეთერში განთავსების თაობაზე. მიწოდებული აუდიო-ვიზუალური მასალა განეკუთვნება სოციალური რეკლამის კატეგორიას, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ, ხოლო „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაც არა არის მიმართული მოგების მიღებაზე და ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს. საჩივარში, ასევე აღნიშნულია, რომ მაუწყებელთა უმრავლესობამ, რომელთაც ცენტრმა მიმართა, რეკლამა უსასყიდლოდ განათავსეს. მათ შორის იყვნენ: შპს „სტუდია მაესტრო“, შპს „ტელეკომპანია კავკასია“, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი I“, სსიპ  „საზოგადოებრივი მაუწყებელი II“, შპს „რუსთავი 2“, ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“, შპს „რადიო პალიტრა“, შპს „ქართული რადიო“ (რადიო „მაესტრო“) და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიო 1“.

არასმთავრობო ორგანიზაცია მოთხოვნაა კომისიამ განიხილოს აღნიშნული საჩივარი და დაავალოს შპს „ტელეიმედს“ ვიდეო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება.

საკითხის არსებითი განხილვის სხდომა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2016 წლის 18 თებერვალს 15:00 საათზე გაიმართება. სხდომა საჯაროა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge