png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მოსამართლემ ე.წ. პიჯაკების საქმის პროკურორების აცილებასთან დაკავშირებით დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

  • სამართალი
  • 02.12.2021
  • 13:24
მოსამართლემ ე.წ. პიჯაკების საქმის პროკურორების აცილებასთან დაკავშირებით დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმის პროკურორების, გიორგი მუჯირისა და არჩილ ტყეშელაშვილის აცილებასთან დაკავშირებით დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.  

მესამე პრეზიდენტის ადვოკატები პროკურორების აცილებას პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებების გამო ითხოვდნენ, რომელიც ამავე დროს, კონკრეტულ საქმესთან კავშირში არ იყო, თუმცა მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ გაიზიარა.

„სიუჟეტში რა თარიღებიც იყო ნახსენები და დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ამ თარიღების შემდეგ იმდროინდელ პრეზიდენტს შეეძლო თუ არა საზღვარგარეთ ასეთი მომსახურება მიეღო, ეს უკვე გადადის გარკვეულწილად, შესაძლებელია სცილდებოდეს სამართლებრივ ფარგლებს, იმ თვალსაზრისით, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს აღარ ეხება, თუმცა მხოლოდ მორალურ სტილში გადადის და ამით ხაზი გაესვა იმას, რომ ამ თარიღების შემდეგ, პრეზიდენტს უნდა მიეცა თუ არა თავისი თავისთვის უფლება, რომ ასეთი მომსახურება მიეღო. აქ პოლიტიკური მიკერძოება ნამდვილად არ არის გამოვლენილი, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი დაცულია“, - თქვა მოსამართლემ.

დღეს სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის (ე.წ. პიჯაკების საქმე) მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge