png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

თიბისი ბანკისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ახალი ონლაინ პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება

  • ეკონომიკა
  • 12.02.2016
  • 10:24
თიბისი ბანკისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ახალი ონლაინ პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება

15 თებერვალს, 11:00 საათზე, "თიბისი ბანკის" სათაო ოფისში (თბილისი, მარჯანიშვილის N 7), ორგანიზაცია "პროსერვისის" ორგანიზებით, თიბისი ბანკისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ახალი ონლაინ პროგრამის - „სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემების" პრეზენტაცია გაიმართება.
  ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, თიბისი ბანკის ექვაირინგის განყოფილების უფროსი ნიკა კიკვაძე და საქართველოში მოქმედი სასტუმროების წარმომადგენლები. პრეზენტაციას წარმართავს კომპანია პროსერვისი -ს დირექტორი რევაზ ნატროშვილი.

პროგრამა სიახლეა საქართველოს ბაზარზე და მინზად ისახავს, მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობას. პროექტის მთავარ სეგმენტს წარმოადგენენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განტავსებული სასტუმროები. 

ელექტრონული სერვისით, სასტუმროების პოტენციურ სტუმრებს, შეეძლებათ ონლაინ რეჟიმში შეამოწმონ სასურველ სასტუმროში თავისუფალი ნომრები. ასევე შეეძლებათ ონლაინ დაჯავშნა პლასტიკური ბარათით და გადახდა როგორც პირდაპირი გადახდის, ასევე ადგილზე, მოგვინებითი გადახდის პირობით. 

შეთავაზება განსაკუთრებით საინტერესოა იმ სასტუმროებისათვის, რომლებსაც არ აქვთ ვებ გვერდი. პროექტის ფარგლებში, ასეთი სასტუმროები „სასტუმროს მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სიტემის" პროგრამულ უზრუნვეყოფასთან ერთად, ვებ გვერდს და 1 გბ ჰოტინგს მიიღებენ. 

„დღეს, თითქმის ყველა სასტუმრო სარგებლობს საერთაშორისო დაჯავშნის სისტმებით, რომლებიც შუამავალ აგენტებს წარმოადგენენ. თუმცა ამ პორტალებთან საკომისიო საკმაოდ მაღალია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ტურიზმის განვითარებასა და რენტაბელური ფასები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. სისტემის მომხმარებელთათვის გათვალისწინებულია, მხოლოდ ფიქსირებული, ყოველთვიური გადასახადი, რაც არ გულისხმობს დამატებით საკომისიო გადასახადს მიუხედავა იმისა, რამდენი სტუმარი ისარგებლებს ონლაინ დაჯავშვნით", - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა რევაზ ნატროშვილმა. 

„სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემის" ინტეგრაცია სასტუმროებისათვის უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად მიმდინარეობს. ასევე გათვალისწინებულია ტრენინგები თბილისსა და სხვა ქალაქებში პროგრამის ფარგლებში ჩართული მხარეებისთვის. ტრენინგები უსასყიდლოდ ჩატარდება პროსერვისის ტექნოლოგიური ექსპერტების მიერ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge