png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი: 2017 წელს ჩვენ გვექნება ოპერირებადი რკინიგზა

  • ეკონომიკა
  • 12.02.2016
  • 15:02
დიმიტრი ქუმსიშვილი: 2017 წელს ჩვენ გვექნება ოპერირებადი რკინიგზა

12 თებერვალს საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს, ბინალი ილდირიმს შეხვდა.

ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და სტრატეგიულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის საკითხზე. ბინალი ილდირიმმა თავის ქართველ კოლეგას აცნობა, რომ თურქეთის მხარე საკუთარ ტერიტორიაზე რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებს 2016 წლის ბოლომდე დაასრულებს.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ „აღნიშნული გარემოება ძალიან მნიშვნელოვანია მარაბდა–კარწახის რკინიგზის მშენებლობისათვის და შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ 2017 წელს ჩვენ გვექნება ოპერარირებადი რკინიგზა“.

როგორც ბინალი ილდირიმმა განაცხადა, „ბაქო–თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედება ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ დაგეგმილ ვადებში აღნიშნულ მაგისტრალზე მატარებელი გაივლის, რომელიც ისტორიულ აბრეშუმის გზას გააცოცხლებს“.

შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ მიმდინარე წლის აპრილში დაგეგმილ სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში რამდენიმე ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რომელიც თანამშრომლობას ქვეყნებს შორის ტრანსპორტის სფეროში მნიშვნელოვნად გაარღმავებს. საქართველოს ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „ყოველივე ხელს შეუწყობს დასავლეთი-აღმოსავლეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას და ტვირთბრუნვის ზრდას აზიიდან ევროპაში და პირიქით.“

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრი ბინალი ილდირიმი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge