png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

კოალიციის ერთიანობა არ არის დამოკიდებული რაიმე განცხადებებზე - დავით უსუფაშვილი

  • პოლიტიკა
  • 12.02.2016
  • 16:14
კოალიციის ერთიანობა არ არის დამოკიდებული რაიმე განცხადებებზე - დავით უსუფაშვილი

”კოალიციის ერთიანობა არ არის დამოკიდებული რაიმე განცხადებებზე. ამას გაცილებით უფრო სერიოზული წინაპირობები და საფუძვლები გააჩნია," - ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, გოგი თოფაძის მიერ თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ის თინა ხიდაშელს საგარეჯოს მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს, გამოეხმაურა. 

დავით უსუფაშვილი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ “ბატონი თოფაძე ბრძანებს, მას ეს ასე არ უთქვამს” და განმარტავს, რომ კოალიციის ერთიანობას ასეთი განცხადებები ხელს ვერ შეუშლის. 

“კოალიციის ერთიანობა არ არის დამოკიდებული რაიმე განცხადებებზე. ამას გაცილებით უფრო სერიოზული წინაპირობები და საფუძვლები გააჩნია. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, რომელზედაც თქვენ მიმითითებთ, ამის თაობაზე ბატონი თოფაძე ბრძანებს, რომ მას ეს ასე არ უთქვამს. მე ახლა უფრო იმას ველი, რომ ის მედიასაშუალება, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, რას გვეუბნება და რითი გვიმტკიცებს, რომ მან ეს თქვა თუ არ თქვა. სანამ ეს არ გაირკვევა, მე მანამდე სხვა ვერანაირ კომენატრს ვერ გავეკეთებ იმიტომ, რომ რასთან გვაქვს საქმე, არ ვიცი,” - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge