png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მიხეილ სააკაშვილის შესახებ კადრების გამოქვეყნება საზოგადოებრივი მშვიდობის შენარჩუნებას ემსახურებოდა - რატი ბრეგაძე

  • პოლიტიკა
  • 17.12.2021
  • 20:45
მიხეილ სააკაშვილის შესახებ კადრების გამოქვეყნება საზოგადოებრივი მშვიდობის შენარჩუნებას ემსახურებოდა - რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში ტრანსპორტირებისა და შესახლების ვიდეოკადრების გამოქვეყნება მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებით იყო განპირობებული. როგორც ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, გადაყვანის პროცედურები არ დარღვეულა.

„განხორციელდა სააკაშვილის გადაყვანა და კარგად გვახსოვს გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესახლებას რა ისტერია მოჰყვა. ამისი მომსწრე არის საზოგადოება. ალბათ ყველა ადევნებდა თვალყურს სატელევიზიო გადაცემებს. კეთდებოდა საჯარო მოწოდებები მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ეტაპირების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებასთან დაკავშირებით. მისმა ადვოკატმა ორჯერ გააჟღერა შესაბამისი მოთხოვნა, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან გამოქვეყნებულიყო სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გაყვანის კადრები, გლდანის ციხეში მისი მიყვანის კადრები, მისი მანქანიდან გადმოყვანის და ფიზიკური დაპირისპირების კადრები. ასევე მის პალატაში მიმდინარე ძალადობრივი ინვაზიის ამსახველი კადრები და სააკაშვილის პასუხი ამ ყველაფერზე. ამის გარდა, მრავალი სხვა მოწოდებაც გვესმოდა.

ამ დროს იკრიბებოდა პენიტენციურ დაწესებულებასთან ხალხი. ბუნებრივია, ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი რესურსი სახელმწიფოს მხრიდან, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ამ პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოება. მოგახსენებთ, იქ დაახლოებით 2 000 პატიმარი იმყოფება და წარმოდგინეთ, რა ვითარება შეიძლება, ყოფილიყო, როდესაც გარეთ მოვიდოდა ხალხის დიდი მასა. რა თქმა უნდა, როდესაც ვინმე სახელმწიფოს აბრალებს წამებას, გამოიწვევდა აღშფოთებას. მთელი ეს განცხადებები ემსახურებოდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას მძიმე ბრალდებით, თითქოს სახელმწიფო აწამებს პატიმარს. უნდოდათ, სრული უნდობლობა გაჩენილიყო სახელმწიფოს მიმართ.

ნაჩვენებია კადრები, როდესაც აბსოლუტურად მშვიდობიანად, თქვენობით მოუწოდებენ საკააშვილს, გადავიდეს და დაემორჩილოს კანონიერ მოთხოვნას და შესახლებულიყო მე-18 დაწესებულებაში. იმ კადრებში ნათლად ჩანს, რომ სრულიად უწყინარ სიტუაციაში ის მიზანმიმართულად აყენებს ფიზიკურ შეუარცხყოფას ჩვენს თანამშრომლებს. ეს იყო ამ კადრების გასაჯაროების მიზანი. შესაძლებელია, ვინმეს მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ როდესაც ვინმე ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიშებს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ბლოკირებას და ამით საფრთხე შეუქმნას საზოგადოებას, ბუნებრივია, სახელმწიფოს აღარ რჩება სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ აცნობოს საზოგადოებას სიმართლე.

რა თქმა უნდა, საზოგადოებაში მშვიდობის შენარჩუნება არის სახელმწიფოსთვის ძალიან მაღალი საჯარო ინტერესი. სწორედ ამ საჯარო ინტერესების ფარგლებში ვიმოქმედეთ. ეს არის ის, რაც ვფიქრობ, ნებისმიერ თავმოყვარე და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა და გავაკეთეთ კიდეც. კადრების გამოქვეყნება ემსახურებოდა საზოგადოებრივი მშვიდობის შენარჩუნებას“, – განაცხადა რატი ბრეგაძე




გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge