png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ოთარ დანელია დარჩელში დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

  • ეკონომიკა
  • 13.02.2016
  • 12:53
ოთარ დანელია დარჩელში დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დარჩელის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. მიმდინარე სამუშაოებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.

            როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა აღნიშნა, კომპანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხობი - ენგურის მდინარეთაშორის მასივზე დარჩელის დამშრობი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 252 000 ლარს შეადგენს.   პროექტის ფარგლებში სისტემის 24 კმ. სიგრძის სადრენაჟე არხი აღდგება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილიდან, სოფელ დარჩელის მოსახლეობა დამატებით 450 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე ისარგებლებს სადრენაჟე მომსახურებით.

            დღეისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამეგრელოს რეგიონში სამელიორაციო სისტემების 2 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

            2012 წლიდან დღემდე რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრქუტურის 21 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად დაშრობილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები სამეგრელოში 16 350 ჰექტრამდე გაიზარდა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge