png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რეგიონის მოსახლეობას მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაზე ინფორმაციის მიღების ახალი შესაძლებლობა უჩნდება

  • ეკონომიკა
  • 13.02.2016
  • 15:20
რეგიონის მოსახლეობას მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაზე   ინფორმაციის მიღების ახალი შესაძლებლობა უჩნდება

დღეიდან რეგიონის მოსახლეობას მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაზე ამომწურავი ინფორმაციის მიღების ახალი შესაძლებლობა უჩნდება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს რეგიონებში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, გაიაროს კონსულტაცია და მარტივად ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამაში. ამ მომსახურების ერთობლივად დანერგვის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსხელმძღვანელმა ანა კვარაცხელიამ და და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა შიო ხეცურიანმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიხედვით, ინფორმაციის მოძიების მიზნით რეგიონულ მოსახლეობას აბსოლუტურად უსასყიდლოდ შეეძლება ისარგებლოს საზოგადოებრივ ცენტრებში არსებული კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით, ან მიმართოს ცენტრის ოპერატორებს კონკრეტული, მათთვის საინტერესო კითხვებით. დაინტერესებული პირის თხოვნის საფუძველზე ასევე შესაძლებელია გადამისამართება მეწარმეობის განვითარების სააგენტოში ან პროგრამის განმახორციელებელ კონტრაქტორ ორგანიზაციებთან, რის შედეგადაც მოხდება პროექტთან დაკავშირებული ყველა ნიუანსის განხილვა და ასევე ზოგადად, სახელმწიფო პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“ მეტი ინფორმაციის მიწოდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ახალი მომსახურების დანერგვა ხდება უშუალოდ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის მეორე რაუნდის წინ, რომელიც 2016 წლის 15 თებერვლიდან დაიწყება.   შესაბამისად, რეგიონების მოსახლეობა უფრო მეტად იქნება ინფორმირებული ბიზნეს იდეების კონკურსთან დაკავშირებით და ადგილზე შეძლებს კონსულტაციის მიღებას.

სააგენტოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია რეგიონებში ბიზნესისა და ზოგადად მეწარმეობის განვითარების კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ბიზნეს საქმიანობის მხარდაჭერის მექანიზმების მოსახლეობისათვის გაცნობის თვალსაზრისით.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 15 თებერვლიდან საქართველოს ყველა რეგიონში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მეორე რაუნდი დაიწყება, რომლის ფარგლებშიც პირველი რაუნდის მსგავსად ბიზნეს იდეების მიღება განხორციელდება და გაგრძელდება მარტის თვის ბოლომდე. აღნიშნული პროგრამის მეორე რაუნდში დაგეგმილია დაფინანსდეს მინიმუმ  1500 ბენეფიციარი და გადამზადდეს 3000-მდე ბენეფიციარი.

რაც შეეხება პირველი რაუნდის შედეგებს, მოცემული ეტაპისთვის დაფინანსებულია  1620 ბენეფიციარი, ამასთანავე ტრენინგი გაიარა 3118 ბენეფიციარმა. ასევე გაფორმებულია 218 ხელშეკრულება, რომლებიც დაფინანსდებიან უახლოეს მომავალში, რადგან პროექტში ჩართვისას ბენეფიციარი ხარჯავს საკუთარი თანამონაწილეობის თანხას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან.

საერთო ჯამში, პირველი რაუნდის შედეგად დაფინანსდება 1770-მდებენეფიციარი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge