png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ეს პროცესი არ უკავშირდება პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას - გიგა ბოკერია სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე

  • პოლიტიკა
  • 23.12.2021
  • 17:11
 ეს პროცესი არ უკავშირდება პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას - გიგა ბოკერია სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე

"ეს არის გრძელვადიანი პროცესი დისკუსიის დიდ, მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც თავისთავად სწორი პოზიციაა. რიტორიკაც, რაც მოვისმინეთ პრეზიდენტისგან ჩემთვის მისაღებია, ოღონდ ეს არანაირად არ არის დაკავშირებული იმასთან, ვისაც დღეს ძალაუფლება აქვს. მათი სურვილის გარეშე რომ რამე შეიცვალოს შეუძლებელია თუ მათი იძულება არ მოხდა, ხოლო ეს იძულება უნდა მოხდეს საზოგადოებაში ცვლილებით", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

მისი განმარტებით, არ შეცვლილა არანაირი სკეპტიციზმი, პირიქით კიდე თუ სჭირდებოდა გამყარება, გამყარდა, იმიტომ რომ ეს პროცესი არ უკავშირდება და ვერც უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას.

"ეს მოსალოდნელიც იყო ჩვენთვის. მადლობელი ვარ კიდე პრეზიდენტის მხრიდან მოწვევის, მისი ზოგადად იდეების რომ მიდიოდეს თანხმობაზე მუშაობა, მაგრამ სანამ ეს უფსკრული ღრმავდება ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯების გამო პირველ რიგში, ამ პროცესის განმუხტვა თუ არ მოხდა, ჩემი აზრით რაიმე ზოგადად სხვა ტიპის ისტორიულ საკითხებზეც თანხმობა გაჭირდება და ეს პროცესი საერთოდ არ უკავშირდება ამ ამბავს. ამიტომ ძალიან მიკვირს იმათი, ვინც ისეთი ტიპის განცხადებები გააკეთა, რითიც იმედი გაუჩინა საზოგადოებას, რომ რაღაც ისეთი პროცესი დაიწყო, რომელიც ახლა ამ კატასტროფიდან გამოგვიყვანს, სადაც არის ქვეყანა ამ წამს. მე თუ სწორად გავიგე, ეს არის გრძელვადიანი პროცესი დისკუსიის დიდ, მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც თავისთავად სწორი პოზიციაა. რიტორიკაც, რაც მოვისმინეთ პრეზიდენტისგან ჩემთვის მისაღებია, ოღონდ ეს არანაირად არ არის დაკავშირებული იმასთან, ვისაც დღეს ძალაუფლება აქვს. მათი სურვილის გარეშე რომ რამე შეიცვალოს შეუძლებელია თუ მათი იძულება არ მოხდა, ხოლო ეს იძულება უნდა მოხდეს საზოგადოებაში ცვლილებით. ამის გარეშე არაფერი არ შეიცვლება. ჩვენ ჩემი აზრით ვართ უფსკრულის პირას და ამ ამბის შემოტრიალებას სჭირდება საზოგადოებაში ცვლილებები, რომ გაფართოვდეს წრე იმ ადამიანების, ხარისხი და შრე, რომელიც წნეხს მოახდენს ივანიშვილის რეჟიმზე და აიძულებს მას, რომ ეს კურსი შეცვალონ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ", - განაცხადა ბოკერიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge