png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს არასდროს მიუღწევია ისეთი ინსტიტუციური სიახლოვისთვის ევროპასთან და ნატო-სთან, როგორც ეს "ქართულმა ოცნებამ" მიაღწია - შალვა პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 24.12.2021
  • 14:04
საქართველოს არასდროს მიუღწევია ისეთი ინსტიტუციური სიახლოვისთვის ევროპასთან და ნატო-სთან, როგორც ეს "ქართულმა ოცნებამ" მიაღწია - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს არასდროს მიუღწევია ისეთი ინსტიტუციური სიახლოვისთვის ევროპასთან და ნატო-სთან, როგორც ეს მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მანიფესტს.

მისი თქმით, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას და ვიზალიბერალიზაციას.

პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არის ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა ნატო-სთან“.

ამასთან, როგორც უმრავლესობის წევრმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან იარაღსაც კი ვერ ყიდულობდა და ეს ამ ხელისუფლების დროს შეიცვალა.

„ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა ამ კუთხით არის უფრო მჭიდრო და გაძლიერებული. ყველაფრის დაგვირგვინება ისიც იყო, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კონსტიტუციაში კონსტიტუციურ ვალდებულებად ჩაწერა „ქართულმა ოცნებამ“, იმისთვის, რომ არც ერთმა ხელისუფლებამ არ გადაუხვიოს ამ გზას და ეს კონსტიტუციური ვალდებულება იყო. ყველა ხელისუფლება ვალდებულია, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა გააგრძელოს.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ შევხედავთ, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ისინი ცდებოდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ღირებულებებს და მათი ოპოზიციაში ყოფნის ყოველი დღეც ამის დასტურია. მათ შორის დღევანდელი დღეც. მათი ქცევა, რომ ისინი არანაირად არ იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის ღირსებაზე, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე. არც ერთი ეს ცნება მათთვის ახლო არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge