png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 13.02.2016
  • 19:56
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობები და მისი შემდგომი გაღრმავებისპერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

ხაზი გაესვა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, ტურიზმი, გარემოს დაცვა, განათლება და კულტურა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ესტონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ესტონურმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა, გაუზიაროს საქართველოს გამოცდილება ამ თვალსაზრისით.

მხარეებმა განიხილეს ვიზების ლიბერალიზაციის დროული დაჩქარების პერსპექტივები და აღნიშნეს, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა ისაუბრეს საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე.
გიორგი კვირიკაშვილმა ტომას ჰენდრიკ ილვესს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრნენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge