png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

პოლიციელი, რომლის გასროლასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, თავისუფალია - რადიო თავისუფლება

  • სამართალი
  • 27.12.2021
  • 18:14
პოლიციელი, რომლის გასროლასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, თავისუფალია - რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პოლიციელი, რომლის გასროლასაც საკუთარ სახლში მყოფი ქალი, მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, თავისუფალია.

შემთხვევა 2020 წლის 19 აპრილს, აღდგომის დღის საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პოლიციელს საქალაქო სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ბრალი შეუმსუბუქდა და საპატიმრო 1 წელსა და 3 თვეში დატოვა.

2020 წლის 19 აპრილს, აღდგომის დღის საღამოს, დაახლოებით 9 საათზე, თამარ ანთელავა ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, მრავალსართულიან კორპუსში, მე-7 სართულზე სახლში, მოხუც დედასთან ერთად იყო. ამ პერიოდში თბილისში კოვიდ პანდემიის გამო კომენდანტის საათი მოქმედებდა, ქუჩებში მოძრაობა არ შეიძლებოდა და თბილისელების უმრავლესობა სახლიდან არ გადიოდა.

50 წლის ქალი სახლში, დივანზე იჯდა, როდესაც აივნის ფანჯრიდან შევარდნილი ტყვია კეფაში მოხვდა. ხმაურზე ოთახში შესულ ოჯახის წევრებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ.

გაირკვა, რომ იმ დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი სიმონ (სოსო) გაბრიაძე, საკუთარ ბინაში, მეგობრებთან ერთად აღდგომას აღნიშნავდა. მთვრალი აივანზე გავიდა და “ვიკინგის” (Mр-446) ტიპის სამსახურებრივი იარაღით უმისამართოდ 13-ჯერ ისროლა, ერთ-ერთი ტყვია მისი კორპუსიდან დაახლოებით 500 მეტრში მდებარე კორპუსის აივნის ფანჯარაში შევარდა და ქალი მოკლა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge