png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

  • სამართალი
  • 11.01.2022
  • 14:25
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება. ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.

როგორც მოსამართლემ განაცხადა, გადაწყვეტილებას ხვალ, 11:00 საათზე გამოაცხდებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს ბრალდებულებმა.

"როდესაც მე და ბადრი ჯაფარიძემ გამოვაცხადეთ პარტიის დაფუძნება, ამის შემდეგ დაიწყო ბრალის წარდგენა.  ეს არის პოლიტიკური დევნა, ვენდეტა. ის კი არ მაწუხებს, თქვენ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ ხვალ, მე ამისი არ მეშინია, თუ ეს ასე დარჩა, რასაც სამი წლის განმავლობაში ვისმენთ, ამ ქვეყანას განვითარება არ უწერია.  ამ ბრძოლას გავაგრძელებ, სადაც არ უნდა ვიყო, არანაირი განზრახვა არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ ამ ქვეყანაში დიდი ინვესტიცია შემოგვეტანა, არავინ არ მოგვიტყუებია", - განაცხადა ხაზარაძემ.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, არანაირ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია.

„ჩვენ ავიღეთ ეს სესხი იმიტომ, რომ გვქონდა კრედიტი ირლანდიურ ბანკთან. რა უნდა სიმართლის დადგენას, თუ ამის სურვილი გაქვს. ჩვენ ავიღეთ მოკლევადიანი სესხი, თუმცა ვერავინ გათვლიდა, რომ რუსეთის არმია შემოიჭრებოდა და 2008 წელს დადგებოდა ფორსმაჟორული სიტუაცია. რატომ არ თქმულა არც ერთხელ, რომ 2008 წელს ფორსმაჟორული სიტუაცია დადგა"- თქვა ჯაფარიძემ.

 პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge