png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

რუსეთი არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს უკრაინაში, როგორც ეს უკვე გააკეთა საქართველოში - ჟოზეფ ბორელი

  • პოლიტიკა
  • 12.01.2022
  • 17:31
რუსეთი არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს უკრაინაში, როგორც ეს უკვე გააკეთა საქართველოში - ჟოზეფ ბორელი

რუსეთი არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს უკრაინაში, როგორც ეს უკვე გააკეთა საქართველოში, - ამის შესახებ  ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვნელი ჟოზეფ ბორელი თავის ბლოგზე წერს.

ბორელის თქმით, „რუსეთი ცდილობს, გამოიწვიოს ცივი ომის შემდგომ წარმოქმნილი პოლიტიკური წესრიგი“.

„არსებობს სამი პრინციპი, რომელსაც რუსეთი წარსულში დაეთანხმა და ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. პირველი არის ქვეყნების უფლება, თავად აირჩიონ, სურთ თუ არა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში, შეთანხმებასა თუ ალიანსში ყოფნა, როგორც ეს პარიზის ქარტიით არის განსაზღვრული. ამ ფუნდამენტური პრინციპის ეჭვქვეშ დაყენებით მოსკოვი იქცევა, როგორც რევიზიონისტული ძალა. რუსეთის თვალთახედვით, ეს აკრძალვა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის ყოფილ წევრ ქვეყნებს ეხება, არამედ ევროკავშირის წევრ შვედეთსა და ფინეთსაც.

მეორე და მესამე არის ძალის გამოუყენებლობა და ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. რუსეთი არღვევს ამ სამ ფუნდამენტურ პრინციპს უკრაინაში, ისევე როგორც ეს უკვე გააკეთა საქართველოში. რუსეთი არა მხოლოდ განცხადებებს აკეთებს, არამედ ამას თან ურთავს მზარდ სამხედრო ზეწოლას უკრაინის საზღვარზე და ემუქრება კიევს ახალი ინტერვენციით, ვიდრე მოსკოვის ყველა მოთხოვნა არ შესრულდება“, – წერს ჟოზეფ ბორელი.

ბორელი ასევე წერს, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის ნებისმიერ აგრესიას მოჰყვება საფასური და შედეგი. ის ამბობს, ევროკავშირს უნდა იყოს მზად კოორდინირებული სანქციების დაწესებისთვის და სხვა ქმედებებისთვის.

„ჩვენ არ ვართ სამხედრო კავშირი, მაგრამ ევროკავშირს აქვს გზები, საშუალებები საკუთარი და პარტნიორების უსაფრთხოების ინტერესების წინ წასაწევად. ეს მოიცავს ჩვენი სამუშაოს გაფართოებას რუსეთიდან მომავალ დეზინფორმაციასთან და კიბერსაფრთხეებთან საბძოლველად, ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისა და მდგრადობის განმტკიცებას, რაც ნიშნავს ენერგიის განახლებადი წყაროების სწრაფ განვითარებას, იმპორტის დივერსიფიკაციას, ასევე უკრაინისა და მისი სუვერენიტეტის მხარდაჭერის გაზრდას, რათა უკეთ შეძლოს რუსეთის ზეწოლასთან გამკლავება", - წერს ბორელი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge