png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სტოლტენბერგმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა არ მოხდება - ზალკალიანი

  • პოლიტიკა
  • 17.01.2022
  • 23:30
სტოლტენბერგმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა არ მოხდება - ზალკალიანი

"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო ნატოს გენერალურ მდივანთან და ყველა მოლოდინი, რაც მქონდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა აღნიშნულ შეხვედრაზე. გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ არ იქნება არანაირი გადახედვა ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, რომ მთავარი პრიორიტეტი და წითელი ხაზები გადის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე და ჩვენს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, რომელიც დღეს ბრიუსელში გაიმართა.

დავით ზალკალიანის თქმით, ნატოს მხრიდან არის მზაობა, რომ გაგრძელდეს რუსეთის ფედერაციასთან დიალოგი და არსებობს მიმართულებები, რომლებზეც შესაძლებელია საუბარი, თუმცა, მინისტრის განმარტებით, არ იქნება კომპრომისი იმ წითელ ხაზებთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს დღის წესრიგი ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით შენარჩუნებული იქნება:.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ნატოელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში, რომ ეს პროცესი არ დაზიანდეს და რა დაგეგმილი ღონისძიებებიც გვქონდა, ყველა ჩატარდეს შესაბამის ვადებში და დატვირთული იყოს იმ შესაბამისი შინაარსით, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები დავდოთ მადრიდის სამიტზე", - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.

ფოტო: NATO

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge