png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„ოცნებამ“ განაახლა პარტია „საქართველოსთვის“ წევრების და მხარდამჭერების სისტემური დევნა პოლიტიკური ნიშნით - ნათია მეზვრიშვილი

  • პოლიტიკა
  • 24.01.2022
  • 12:22
„ოცნებამ“ განაახლა პარტია „საქართველოსთვის“ წევრების და მხარდამჭერების სისტემური დევნა პოლიტიკური ნიშნით - ნათია მეზვრიშვილი

„ოცნებამ“ განაახლა პარტია „საქართველოსთვის“ წევრების და მხარდამჭერების სისტემური დევნა პოლიტიკური ნიშნით - მათზე ფიზიკური თავდასხმა, მუქარა და ზეწოლა, - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა. მისი განმარტებით, როგორც ჩანს, „ოცნება“ ვერ ეგუება, რომ პოლიტიკურ ველზე პარტია „საქართველოსთვის“ გამოჩენით დაიწყო ცვლილებები, რაც პირდაპირ კავშირშია „ოცნების“ ერთპიროვნული მმართველობის დამარცხებასთან, მითუმეტეს ამოწურული პოლიტიკური რესურსის პირობებში.

"როგორც ჩანს, აღნიშნულის გააზრებამ „ოცნებაში“ გამოიწვია შიში და მათ, „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი მეთოდებით, განაახლა პარტიაზე თავდასხმა, რომელიც ჯერ კიდევ ახალი წლის წინა ღამეს სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელ მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე (ხაზგასმით აღვნიშნავ, არასრულწლოვან შვილზე !) თავდასხმით დაიწყო. 20 დღე გავიდა და 24 საათში გამოსაძიებელ საქმეზე შედეგი არ არის და ეს მაშინ, როცა გამოძიებისთვის ცნობილია თავდამსხმელთა ავტომანქანების საიდენტიფიკაციო მონაცემები, რის შესახებაც ინფორმაცია გამოძიებას ჩვენმა თანაპარტიელმა მიაწოდა.

„ოცნება“ აგრძელებს ზეწოლას, ბოლო დღეების განმავლობაში, პოლიტიკური ნიშნით, პარტიის არაერთი მხარდამჭერის სამსახურიდან გათავისუფლებით.

რაც შეეხება პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს, აღნიშნულიც „ოცნების“ ზეწოლის შედეგი და მის მიერ დაგეგმილი კამპანიის გაგრძელებაა.

ეს ყველაფერი ვიცით, რომ გაგრძელდება. ისიც ძალიან კარგად ვიცით, ვინ ახორციელებს ამ ყველაფერს, ვისი მისამართით ახორციელებენ ამ ყველაფერს, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენ ვერ გაგვაჩერებს, იმიტომ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას, იმ ცვლილებებისთვის, რისი მიზანიც არის, რომ „ოცნების“ მაფიოზური მმართველობა დამარცხდეს, ამიტომ, რამდენი წევრიც არ უნდა დააშინონ, ჩვენ ამ პროცესებს ჩვენ თანმიმდევრობით გავაგრძელებთ.

მინდა გითხრათ, როგორც წინა შემთხვევებში, სამწუხაროდ, რეაგირება ძალოვანი უწყებების მხრიდან ისევ არ არის, რაც „ოცნების“ მიერ ორგანიზებულ დანაშაულში, მათ პირდაპირ მონაწილეობაზე და პარტიის მიერ მათ ინსტრუმენტად გამოყენებაზე მიუთითებს. ინსტრუმენტად ხალხის წინააღმდეგ, საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge