png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

აუცილებელია უმრავლესობისა და ოპოზიციის სახელით ერთიანი ვიზიტი კიევში, რაც იქნება ხაზგასმა იმისა, რომ პარლამენტი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს - დეკანოიძე

  • პოლიტიკა
  • 24.01.2022
  • 12:51
აუცილებელია უმრავლესობისა და ოპოზიციის სახელით ერთიანი ვიზიტი კიევში, რაც იქნება ხაზგასმა იმისა, რომ პარლამენტი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს - დეკანოიძე

„ჩვენ, ყველა - საპარლამენტო ოპოზიცია და მთელი საზოგადოება ვთანხმდებით, რომ ჩვენი პარტნიორის, ჩვენი მეზობლის, უკრაინის მიმართ რუსეთის განახლებული აგრესია არის სერიოზული საფრთხე და გამოწვევა ზოგადად რეგიონული უსაფრთხოების საკითხის და ასევე გეოპოლიტიკური მიმართულებით", აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე. მისი განმარტებით, ეს არის საკითხი, რომელზეც სახელმწიფომ, მათ შორის, პარლამენტმა ერთობლივი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, შესაბამისად, გარდა ერთობლივი რეზოლუციისა, საპარლამენტო ოპოზიციას გვაქვს ინიციატივა უახლოეს პერიოდში გაიმართოს კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან.

"საგარეო და უსაფრთხოების კომიტეტზე მობრძანდნენ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, სადაც ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე და გამოწვევებზე და მნიშვნელოვანია ეს იყოს სერიოზული, საქმიანი საუბარი. გარდა ამისა, პარლამენტში არსებობს უკრაინა-საქართველოს მეგობართა ჯგუფი, სადაც გაწევრიანებული არიან დეპუტატები, აუცილებელია, რომ ასევე დაიწყოს კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში ჩვენ ერთობლივი ვიზიტი უმრავლესობისა და ოპოზიციის სახელით ერთიანი ვიზიტი განვახორციელოთ კიევში, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასმა იმისა, რომ პარლამენტი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს", - განაცხადა დეკანოიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge