png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

უკრაინა კიევიდან დიპლომატების ოჯახების ევაკუაციის გადაწყვეტილებას ნაადრევს უწოდებს

  • პოლიტიკა
  • 24.01.2022
  • 14:00
უკრაინა კიევიდან დიპლომატების ოჯახების ევაკუაციის გადაწყვეტილებას ნაადრევს უწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას საელჩოს თანამშრომელთა ოჯახების ევაკუაციის თაობაზე ნაადრევს უწოდებს და აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ცვლილებები არ მომხდარა.

"პატივს ვცემთ უცხო სახელმწიფოების უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ამერიკული მხარის ასეთი ნაბიჯი ნაადრევი და სიფრთხილის გადაჭარბებული გამოვლინებაა. ფაქტობრივად, ბოლო ხანებში, უსაფრთხოების თვალსაზრისით კარდინალური ცვლილებები არ მომხდარა. რუსული აგრესიის საფრთხე ჯერ კიდევ 2014 წლიდან მომდინარეობს, ხოლო სახელმწიფო საზღვრებთან რუსი სამხედროების მობილიზაცია გასული წლის აპრილში დაიწყო", - განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა.

მან ასევე განმარტა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არ გულისხმობს საელჩოს ყველა თანამშრომლის ევაკუაციას.

"საელჩო აგრძელებს მუშაობას და თანამშრომლებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ ქვეყნის დატოვება", - დასძინა მან.

პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია აქტიურ ძალისხმევას ეწევა უკრაინის შიდა სიტუაციის ასარევად.

"უკრაინულ და საერთაშორისო მედიაში ვრცელდება ჭარბი რაოდენობით დეზინფორმაცია, მანიპულირება და ფეიკ ნიუსები, რათა დათესონ პანიკა უკრაინელებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებში, დააშინონ ბიზნესი და ძირი გამოუთხარონ ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია რისკების შეფასება და სიმშვიდის შენარჩუნება", - დასძინა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეესპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ.

ამავე დროს, ნიკოლენკომ მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას დიპლომატიური მხარდაჭერისა და სამხედრო დახმარების გაწევისთვის.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში შესაძლო სამხედრო აგრესიის ფონზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებმა უკრაინა უნდა დატოვონ.

მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა, რომ კიევიდან საელჩოს თანამშრომელთა ნაწილის გაყვანა ბრიტანეთმაც დაიწყო.

ამ ინფორმაციის კვალდაკვალ, ევროკავშირმა განაცხადა, რომ კიევიდან დიპლომატების ოჯახების ევაკუაციას არ გეგმავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge