png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ისნის რაიონში გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს

  • საზოგადოება
  • 15.02.2016
  • 13:34
ისნის რაიონში გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ისნის რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას გაესაუბრა. სამგორის #18-ში, მერთან ერთად, მოადგილეები ლაშა აბაშიძე, გიორგი ლილუაშვილი, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი იმყოფებოდნენ.

მერიის ინფორმაციით, ისნის რაიონში, სამგორის #18-ში, გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. 3000მ2 ტერიტორიაზე ეწყობა ბორდიურები, ასფალტის ახალი საფარის დასაგებად კი საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი რამდენიმე ათეული წელია არ შეკეთებულა. უგზოობის გამო გადაადგილების პრობლემა ჰქონდათ, როგორც სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო სამსახურებს, ასევე, მოქალაქეებს და მუნიციპალურ ტრანსპორტს.

„ორმოც წელზე მეტი ამ უბანში გზა არ არსებობდა და წელს ამ პრობლემას ვაგვარებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობა, ასევე, ითხოვს, რომ შიდა ნაწილში დამატებით გავაკეთოთ გზის ერთი მონაკვეთი და რა თქმა უნდა, ამასაც წლევანდელი სამუშაოების ნუსხაში გავითვალისწინებთ და გავაკეთებთ. გარდა ამისა, გამგეობა გააკეთებს ბავშვთა სათამაშო მოედანს და ეს უბანი გაცილებით საინტერესო, მიმზიდველი და კომფორტული გახდება აქ მცხოვრებლებისთვის“,-განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

საგზაო სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია „ორბიტა“ აწარმოებს. პროექტი იანვარში დაიწყო და თებერვლის ბოლოს დასრულდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge