png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა და ის, რომ საქართველო გაწევრიანდება ნატო-ში - შალვა პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 26.01.2022
  • 18:52
კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა და ის, რომ საქართველო გაწევრიანდება ნატო-ში - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავს.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას შეხვდა.

დღესვე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა რა გეგმები აქვს, საქართველოს პარლამენტს საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებისა და დემოკრატიული რეფორმების გატარების მიმართულებით. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიაზე, ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ასევე საქართველოს სურვილის მიმართ, გაწევრიანდეს ნატო-ში და კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა.

„საქართველო-ნატოს კომისიაზე, კიდევ ერთხელ, ჩვენ ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლისგან მოვისმინეთ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ასევე საქართველოს სურვილის მიმართ, გაწევრიანდეს ნატო-ში და კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა და ის, რომ საქართველო გაწევრიანდება ნატო-ში. მნიშვნელოვანია, რომ მალე გაიმართება ნატოს სამიტი მადრიდში, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნება ნატო-ს ახალი სტრატეგია და საქართველოც მონაწილეობს ამ სტრატეგიის შექმნაში. საკუთარი წინადადებების წარმოდგენაც შემოგვთავაზეს.

ვფიქრობ, ამ კუთხით მნიშნელოვანი იქნება ეს სტრატეგია, რათა მასში აისახოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, ისევე როგორც ასპირანტი ქვეყნებისა და იმ ქვეყნების, რომლებსაც სურთ ნატო-ში გაწევრიანება, პერსპექტივის კიდევ ერთხელ დადასტურების და კონკრეტული გზავნილების კუთხით“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge