png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ჩვენ ვიხდით ივანიშვილის რეჟიმის მოღვაწეობის ფასს - გიგა ბოკერია

  • პოლიტიკა
  • 27.01.2022
  • 16:08
ჩვენ ვიხდით ივანიშვილის რეჟიმის მოღვაწეობის ფასს - გიგა ბოკერია

ჩვენი ვალი მოქალაქეების ზოგადად, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების არის, რომ ამ მზარდი კონსესუსის ფონზე მოხდეს ადამიანების პოლიტიკურ პროცესში ჩართვის მოტივირება - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კარგია NDI-ს კვლევაში ის, რომ ამ ყველაფრის ფონზე საზოგადოებას აქვს მყარი პოზიცია ქართული საზოგადოების მკაფიო უმრავლესობას საქართველოს მომავალთან დაკავშირებით თავისუფალ სამყაროსა და დასავლეთში, ნატოს წევრობასა და ევროკავშირის წევრობაზე.

"მძიმე რეალობაა და სამწუხაროდ ადეკვატური საზოგადოების მხრიდან პოლიტიკური პროცესის მიმართ მთლიანად. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის ბევრ მავნებლობას შორის, იმ სიბინძურის ნიაღვრის ფონზე, რაც მათ დააყენეს, ნაწილობრივ ამ ამოცანის მიღწევა. სამწუხაროდ ამას ხელი შეუწყო ოპოზიციამ. აბსოლუტურად ბუნებრივია საზოგადოების ეს რეაქცია. ჩვენ ყველა ვიხდით ივანიშვილის რეჟიმის „მოღვაწეობის“ ფასს. ამ ფასის გადახდა გაგრძელდება, იმიტომ რომ ცუდ საქმეებს გრძელვადიანი ეფექტი აქვთ. პირველ რიგში ეს აისახება საშუალო კლასისა და გაჭირვებულის კეთილდღეობაზე, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაზე აბსოლოტურად, იმიტომ რომ მავნებლური პოლიტიკა, როცა ვითომ მშობლის პოზიციიდან გვიყურებენ, ჩვენ ნაცვლად იღებენ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, როცა არის ბიუროკრატიისა და საგადასახადო ტვირთის ზრდა, იმის მაგივრად რომ ამ გამოწვევის დროს პირიქით შემცირდეს, ისინი მეტ ფულს ართმევენ ეკონომიკას, მეტ ფულს ართმევენ მოქალაქეებს ვითომ ჩვენზე ზრუნვის მოტივით, იმიტომ რომ სინამდვილეში არიან ცუდი ძიძები ძალიან, ეს მიდგომა აქვთ. ამას თან ახლავს უსაფრთხოების სფეროში, მათი ალიანსი მოძალადე ჯგუფებთან და კრიმინალთან, რაც პირდაპირ აისახება ასევე ვითარებაზე, ამიტომ სამწუხაროდ ეს არის ეგ რეალობა. ჩვენი ვალი მოქალაქეების ზოგადად, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების არის, რომ ამ მზარდი კონსესუსის ფონზე მოხდეს ადამიანების პოლიტიკურ პროცესში ჩართვის მოტივირება იქნება ეს არჩევნები თუ არჩევნებთან დაკავშირებული მშვიდობიანი პროცესი, რომ იმ ზღვრამდე მივიდეს კონსესუსი, რაც მიგვიყვანს მშვიდობიანი, არჩევნების გზით ცვლილებამდე და შემდეგ იმ ნაბიჯებამდე, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან. ჩვენ არ უნდა ვაჩვენოთ უპრინციპობისა და კონიუნქტურის აყოლის მაგალითები, არ უნდა მივცეთ პოპულიზმს გასაქანი ამ დამღუპველი პოპულიზმის ფონზე, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ეწევა. ეს არის ოპოზიციის ვალდებულება და „ევროპული საქართველო“ ამ გზავნილზე დგას.“ - განაცხადა ბოკერიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge