png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

TEZ TOUR-ი საქართველოში შემოყვანითი ტურების განხორციელებას გეგმავს

  • ეკონომიკა
  • 15.02.2016
  • 14:53
TEZ TOUR-ი  საქართველოში შემოყვანითი ტურების განხორციელებას გეგმავს

საქართველოში შემოყვანითი ტურისტული მიმართულებების განვითარებით ცნობილი საერთაშორისო ტურისტული კომპანია „TEZ TOUR“ დაინტერესდა. კომპანიის ხელმძღვანელობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. დიმიტრი ქუმსიშვილმა და „ტეზ ტურის“ მმართველმა დირექტორმა დიმიტრი ჩარიტიდისმა საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. ძალიან პოზიტიური შეხვედრა გვქონდა მინისტრთან. ჩვენი კომპანია დიდი ხანია საქართველოს მიმართულებით არის დაინტერესებული და მადლობელი ვარ მოწვევისთვის. “ტეზ ტურის,” როგორც საერთაშორისო ოპერატორის საქმიანობა მოიცავს ტურიზმის სფეროში ურთიერთობებს არამხოლოდ რუსეთთან, არამედ უკრაინასთან, ბელორუსიასთან, ბულგარეთთან, რუმინეთთან, ბალტიის ქვეყნებთან და ასე შემდეგ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი საქმიანობა საქართველოშიც წარმატებული იქნება“ - განაცხადა „ტეზ ტურის“ მმართველმა დირექტორმა დიმიტრი ჩარიტიდისმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, მისასალმებელია, რომ „ტეზ ტური“ საქართველოში შემოყვანითი ტურიზმის სფეროში საქმიანობით არის დაინტერესებული. „ჩვენ გვქონდა დღეს ძალია კარგი შეხვედრა. ვისაუბრეთ საქართველოს შესაძლებლობებზე, ასევე იმ ტურისტული ნაკადების შესახებ, რომელიც შესაძლოა მოზიდული იყოს როგორც რუსეთიდან, ასევე მსოფლიოს იმ ქვეყნებიდან, სადაც “ტეზ ტურის”-ის ოფისები მდებარეობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ “ტეზ ტურმა” დაიწყოს შემომყვანი ტურიზმით საქმიანობა საქართველოში. კომპანიამ დააფიქსირა, რომ მათ სჭირდებათ ძლიერი, ქართველი პარტნიორი იმისათვის, რომ ერთობლივად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ტეზ ტური“ ცნობილი საერთაშორისო ტუროპერატორი კომპანიაა, რომელიც ორგანიზებას უწევს ტურებს რუსეთიდან, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. კომპანია ახორციელებს ტურისტულ ტურებს ავსტრიის, ბულგარეთის, ვენგრიის, საბერძნეთის, ეგვიპტის, ესპანეთის, ჩინეთის, კუბის, მექსიკის და მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყნის მიმართულებით.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge