png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

"ოცნების" და ივანიშვილის რეიტინგი განადგურებულია და იდეალური ნიადაგია მასობრივი აქციებისთვის - სააკაშვილი NDI-ის კვლევაზე

  • პოლიტიკა
  • 28.01.2022
  • 18:35
"ოცნების" და  ივანიშვილის  რეიტინგი განადგურებულია  და  იდეალური  ნიადაგია მასობრივი  აქციებისთვის - სააკაშვილი   NDI-ის კვლევაზე

ამ გამოკითხვით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება დაბეჯითებით. "ოცნების" და ივანიშვილის ფლანგის რეიტინგი განადგურებულია და იდეალური ნიადაგია მასობრივი მშვიდობიანი აქციებისა და რიგგარეშე არჩევნების ჩასანიშნად, - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" ახალ კვლევას ეხმიანება.

მისი განცხადებით, ივანიშვილს ძალიან მალე სიტუაცია "აუფეთქდება."

"დაიმახსოვრეთ, შანსი არაა, რომ ივანიშვილს ძალიან მალე სიტუაცია არ აუფეთქდეს!" - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" ახალ კვლევას.

მისი განცხადებით, "ოცნების" და ივანიშვილის ფლანგის რეიტინგი განადგურებულია.

"რაც შეეხება NDI-ის გამოკითხვებს. ის აკურატულია იმ ნაწილში, სადაც ირიბი კითხვებია დასმული და ხალხის მდგომარეობაში, ჩემი პრეზიდენტობის დროსთან შედარებით, ძალიან სერიოზული გაუარესებაა დაფიქსირებული.

რაც შეეხება პიროვნულ და პარტიულ რეიტინგებს, იქ ოპოზიციის მხარდაჭერის გამოვლენას ხალხის მცირე ნაწილი ბედავს. აი წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ საჯარო მოხელე და გირეკავთ უცნობი პირი და გეკითხება, ვინ მოგწონს პოლიტიკოსებიდანო. ვთქვათ, თქვენ მოგწონთ ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, მაგრამ ნახევარი საათის წინ ტელევიზიით ნანახი გაქვთ, რომ ასეთი პოზიციის გამო წულუკიანმა ძალიან პატივსაცემი ხალხი გაყარა სამსახურიდან. ამ დროს, რა თქმა უნდა, ირთვება ქართული "საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს" და ან ამბობ, რომ არავინ მოგწონს ან ვინმე ხელისუფლებიდან. ეგაა და ეგ. შედარებით ობიექტური პირისპირ ანკეტური გამოკითხვაა.

ამ გამოკითხვით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება დაბეჯითებით. "ოცნების" და ივანიშვილის ფლანგის რეიტინგი განადგურებულია და იდეალური ნიადაგია მასობრივი მშვიდობიანი აქციებისა და რიგგარეშე არჩევნების ჩასანიშნად.

დაიმახსოვრეთ, შანსი არაა, რომ ივანიშვილს ძალიან მალე სიტუაცია არ აუფეთქდეს!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge