png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

შეიტანეთ ტექსტში ცვლილება და ასახეთ მასში ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ დღეს უკრაინას, საქართველოსა და ევროპას ემუქრება რუსეთი - თინა ბოკუჩავა

  • პოლიტიკა
  • 01.02.2022
  • 16:02
 შეიტანეთ ტექსტში ცვლილება და ასახეთ მასში ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ დღეს უკრაინას, საქართველოსა და ევროპას ემუქრება რუსეთი - თინა ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას გამოეხმაურა.

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გააცნობიეროთ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქართული პოლიტიკური სპექტრი დადგეს ერთად და რომ დღეს საქართველოს პარლამენტმა ისაუბროს ერთი ხმით. დიახ, ეს არის საქართველოს ეროვნული ღირსების და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი. დიახ, ეს არის უკრაინის ეროვნული ღირსების საკითხი და ამიტომ ჩვენ ახლა მაინც რეგიონისთვის ასეთი სერიოზული გამოწვევების წინაშე უნდა შევძლოთ, რომ ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე, მივიღოთ ზეპარტიული გადაწყვეტილება, მივიღოთ ზეპარტიული რეზოლუცია და ამით ვაჩვენოთ უკრაინას, ისევე როგორც მსოფლიოს, რომ ასეთ გადამწყვეტ მომენტებში ჩვენ შეგვიძლია ერთად დგომა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. ახლა როდესაც დასავლეთი იწყებს ახალი შეკავების პოლიტიკის არქიტექტურას რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს აქვს ისტორიული შანსი იმისთვის, რომ დაჩქარდეს ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზება და თქვენ ამ შანსს უშვებთ ხელიდან და საქართველოს ართმევთ ამ შესაძლებლობას. მოგიწოდებთ, შეიტანეთ ტექსტში ცვლილება და ასახეთ მასში ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ დღეს უკრაინის, საქართველოს და ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება რუსეთის ფედერაცია და ამით მიეცით საქართველოს შანის დაიცვას საკუთარი ეროვნული ღირსება, წვლილი შეიტანოს რეგიონის უსაფრთხოების დაცვაში და რეგიონისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში იყოს ისტორიის სწორ მხარეს", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge