png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

რუსეთისადმი საპასუხო წერილში, ნატო საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანას მოითხოვს - El País

  • პოლიტიკა
  • 02.02.2022
  • 14:56
რუსეთისადმი საპასუხო წერილში, ნატო საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანას მოითხოვს - El País

ესპანური გამოცემა El Pais-ი აქვეყნებს შეერთებული შტატებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წერილობით პასუხებს, რომელიც მათ რუსეთის მოთხოვნების საპასუხოდ მოამზადეს.

შეერთებული შტატები და ნატო უარყოფენ ევროპის უსაფრთხოების შესახებ რუსეთის მიერ შემოთავაზებული შეთანხმების მთავარ დებულებებს და ასევე, ალიანსის კარის დახურვას უკრაინის მომავალი ინტეგრაციისთვის.

ნატო-ს გაფართოებაზე უარის თქმა, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. ამის საპირისპიროდ, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა პუტინს შეიარაღების კონტროლის თაობაზე მოლაპარაკებებსა და ნდობის აღდგენის მიზნით, სხვადასხვა პლატფორმებში დიალოგში მონაწილეობას სთავაზობენ.

გარდა ამისა, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ნატოს ძალები გასულიყვნენ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ალიანსს 1997 წლის შემდეგ შეუერთდნენ. ვაშინგტონისა და ბრიუსელის წერილებში ეს მოთხოვნა საერთოდ არ არის განხილული.

დოკუმენტში შეერთებული შტატები და ნატო დაჟინებით მოუწოდებენ რუსეთს, გადადგას დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯები და გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. დეესკალაცია და ჯარების უკან დახევა არის უსაფრთხოების თაობაზე დიალოგის დაწყების მთავარი პირობა.

შეერთებული შტატების მიერ მომზადებულ დოკუმენტში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი აგრძელებს ნატოს ღია კარის პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერას და შესაბამისად, არ გამორიცხავს უკრაინის ან საქართველოს ალიანსში სამომავლო გაწევრიანებას.

გარდა ამისა, ვაშინგტონი მზაობას გამოთქვამს, ჩაებას დისკუსიებში უსაფრთხოების განუყოფლობასთან დაკავშირებით. რუსეთი უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს არგუმენტად იყენებს იმის მტკიცებისთვის, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება გავლენას მოახდენს მის უსაფრთხოებაზე. მაგრამ ვაშინგტონი თავის წერილში აღნიშნავს, რომ არ იზიარებს რუსეთის ინტერპრეტაციას, რადგან უსაფრთხოების განუყოფლობის კონცეფია "არ შეიძლება იზოლირებულად განიხილებოდეს".

შეერთებული შტატები ახსენებს რუსეთს მის მიერვე ხელმოწერილ ვალდებულებებს, რომ ყველა სახელმწიფოს ფუნდამენტური უფლებაა, თავად აირჩიოს თავისი უსაფრთხოების მექანიზმები და ალიანსები.

ვაშინგტონი ასევე მზადაა, შეიქმნას მექანიზმი, რათა რუსეთი დარწმუნდეს, რომ პოლონეთსა და რუმინეთში არ მიმდინარეობს Tomahawk-ის საკრუიზო რაკეტების განთავსება, თუმცა სანაცვლოდ რუსეთმა უნდა უზრუნველყოს გამჭვირვალობის ზომები საკუთარ ორ სარაკეტო ბაზაზე.

შეერთებული შტატები მზადყოფნას გამოთქვამს, დაიწყოს მოლაპარაკებები ბირთვული შეიარაღების კონტროლის ახალ შეთანხმებაზე.

ნატოს მიერ მომზადებული დოკუმენტში კიდევ უფრო განმტკიცებულია ღია კარის პოლიტიკის პრინციპები და ხაზგასმულია, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს ალიანსები და დაცული უნდა იყოს "გარე ჩარევებისგან".

გარდა ამისა, საპასუხო წერილში, ნატო მოითხოვს, რომ ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, რუსეთმა თავისი ჯარები გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე იმყოფებიან.

ნატო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არ სურს კონფრონტაცია, თუმცა თავის პრინციპებზე უარს არ იტყვის.

ამასთან, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთს სთავაზობს სამხედრო წვრთნების შესახებ მეტ გამჭვირვალობასა და ინფორმაციის გაცვლას, ინციდენტების პრევენციის შესახებ კონსულტაციებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge