png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მუდმივი დაპირისპირება აშკარად ვნებს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს - სვენ მიქსერი

  • პოლიტიკა
  • 03.02.2022
  • 19:01
მუდმივი დაპირისპირება აშკარად ვნებს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს - სვენ მიქსერი

„ევროპარლამენტი, ისევე როგორც ევროპული ინსტიტუტები და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნები საქართველოს გვერდით არიან, როდესაც საქმე ეხება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და საქართველოს სუვერენულ უფლებას, აირჩიოს საკუთარი მისწრაფებები და მოკავშირეები“,- ამის შესახებ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელმა, სვენ მიქსერმა ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მისწრაფებები სრულიად ლეგიტიმურია და მათი რეალიზება დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე.

სვენ მიქსერმა ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროატლანტიკური საზოგადოების ძლიერი პოზიციაა, რომ პრივილეგირებული ინტერესების სფეროების ძველ კონცეფციასთან - იქნება ეს რუსეთი თუ რომელიმე სხვა, დაბრუნება არ მოხდება.

„წინა გამომსვლელებმა (მაკა ბოჭორიშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე) ისაუბრეს ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, განსაკუთრებით რუსეთის თავდაჯერებულობასა და აგრესიულობაზე, იმაზე, თუ როგორ ცდილობს რუსეთი, შეარყიოს ევროპული უსაფრთხოების მოწყობისა და უსაფრთხოების არქიტექტურის საფუძვლები. ვფიქრობ, ევროატლანტიკური ერთობის მასშტაბით, არის ძლიერი პოზიცია, რომელიც გულისხმობს, რომ პრივილეგირებული ინტერესების სფეროების ძველ კონცეფციასთან, პრივილეგირებული გავლენის სფეროსთან, იქნება ეს რუსეთი თუ ვინმე სხვა, დაბრუნება არ მოხდება. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ არცერთ მესამე ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება ისეთი საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა რომელიმე სხვა ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხი. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ძალზე მკაფიოდ არის გამოხატული ევროპარლამენტისა და ევროპის წევრი უმეტესი ქვეყნების პოლიტიკური სპექტრის პოზიციებში, მათ შორის ევროპულ ინსტიტუტებში“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს მისწრაფებები ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს.

„მრავალი გამოკითხვით დასტურდება, რომ ქართველები, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მისწრაფებას - ევროატლანტიკურ საზოგადოებაში სრულუფლებიან წევრად გადაქცევის მიზანს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებებისადმი არ არის ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის, ცალკეული პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერა, არამედ ის მხარდაჭერაა, რომელსაც ჩვენ გამოვხატავთ ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებების მიმართ. ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რომლის გაჟღერებაც მსურდა“,- განაცხადა მომხსენებელმა.

სიტყვით გამოსვლისას, ევროპარლამენტარმა პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებაც ისაუბრა.

„მიმაჩნია, რომ აუცილებელია, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებმა სუბიექტებმა რეალურად გაამართლონ ხალხის მოლოდინი და არ გააცრუონ მათი იმედები. მრავალი ქვეყნის მაგალითზე გვინახავს თუ როგორი ანტაგონისტური და პოლარიზებული შეიძლება იყოს პოლიტიკა. საქართველო, ვფიქრობ, არის ერთ-ერთი მაგალითი, სადაც ამ პოლიტიკურ ანტაგონიზმს და პოლიტიკურ პოლარიზაციას პერიოდულად მთელი პოლიტიკური დისკურსი და პოლიტიკური პროცესები შეჰყავდა ჩიხში. არ მჭირდება ამის ხაზგასმა, მაგრამ მსგავსი სახის მუდმივი დაპირისპირება აშკარად ვნებს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს. ევროკავშირმა მზაობა გამოთქვა, გაუწიოს დახმარება ქართველ ხალხს მსგავსი სახის სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაში. ცხადია, ქართველი ხალხის პრეროგატივაა, გადაჭრას არსებული გამოწვევები, თუმცა, ევროკავშირი მზადაა, ხელი შეგიწყოთ ამ პროცესში“,- განაცხადა სვენ მიქსერმა.

ევროპარლამენტარის თქმით, ევროკავშირის მხრიდან ფასილიტაციის გაწევისთვის მზადყოფნის შემოთავაზება კვლავაც ძალაშია. მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულება არ უკავშირდება პოლიტიკურ განსხვავებებს და ის ადამიანებზეა ფოკუსირებული.

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საუბრისას, სვენ მიქსერმა განაცხადა, რომ ასოცირების შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინტეგრაციისკენ სწრაფვის პროცესში, თუმცა, ასოცირების შეთანხმებას ქვეყანა კანდიდატობამდე ავტომატურად არ მიჰყავს.

„მინდა, საქართველო წავახალისო, იყოს ამბიციური. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, შეიტანოს წევრობაზე განაცხადი, მაგრამ გაფართოება არის ცალკე საკითხი, გამიჯნული „აღმოსავლეთ პარტნიორობისგან“. ასოცირების შეთანხმება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინტეგრაციისკენ სწრაფვის პროცესში, მაგრამ ასოცირების შეთანხმებას ავტომატურად არ მიჰყავს ქვეყანა კანდიდატობამდე. ამ პროცესის წარმატება დამოკიდებულია სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ კრიტიკული მნიშვნელობის გახლავთ ქვეყნის მზაობა. ფილოსოფიურად ვიტყოდი, რომ შესაძლებლობის კარი იღება და იხურება და დიდხანს შეიძლება, მოგიწიოს შემდეგ ჯერზე კარის გაღების ლოდინი. ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანია სწორედ ეს ამბიციური მიდგომა. რეფორმების უმრავლესობა, რომლებიც გახლავთ ასოცირების შეთანხმების ნაწილი, სარგებლის მომტანია საქართველოს ბიზნეს-კლიმატისთვის, საქართველოს საზოგადოებისთვის. ასე რომ, ეს რეფორმები სარგებლიანია და ღირს მათი გატარება მაშინაც კი, თუ ამას შევხედავთ დამოუკიდებლად იმ ამბიციებისგან, რაც ეხება ევროკავშირში გაწევრიანებას“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

სვენ მიქსერმა საპარლამენტო დემოკრატიის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ პოლიტიკური დისკუსიის საპარლამენტო ფორმატში დაბრუნების კუთხით, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge