png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი და ეს მოსაზრება საჯაროდ არაერთხელ დამიფიქსირებია - ნიკა მელია

  • პოლიტიკა
  • 06.02.2022
  • 11:54
დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი და ეს მოსაზრება საჯაროდ არაერთხელ დამიფიქსირებია - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ის ნამდვილად იყო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგი. ამასთან, მიაჩნია, რომ სააკაშვილისარ უნდა იყოს ერთადერთი იდეა, რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს.

"დიდი მადლობა TV იმედს და ე.წ "მოქალაქეს", ვინც ეს ვიდეო მიაწოდა, ბოდიშს ვიხდი უხარისხო ჩანაწერისთვის, მაგრამ ზუსტად იმავეს ახსნას ვცდილობ ყველა შეხვედრაზე, შესაბამისად ჩანაწერის უხარისხობამ რომ არ დაგაბნიოთ, მოკლედ ვიტყვი:

დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი და ეს მოსაზრება არა მხოლოდ პირად საუბრებში არამედ საჯაროდაც არაერთხელ დამიფიქსირებია. დიახ, მე, ისევე როგორც მიშა, არ ვთვლი, რომ მიშას თავისუფლება არის ერთადერთი იდეა, რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს.

იდეა, რომელმაც ხალხი უნდა გამოიყვანოს – შეკვეთა, რომელიც მოგვცეს და მივიღეთ – არის ცვლილება, რომელსაც უნდა მივაღწიოთ, ეს არის უკეთესი საქართველო, იმაზე უკეთესი საქართველო ვიდრე გვქონდა 2003-2012 წლებში და იმაზე ბეეევრად უკეთესი საქართველო, ვიდრე გვაქვს 2012 წლიდან დღემდე.

ცვლილება, რომელსაც თითოეული ოჯახი იგრძნობს – არის ის, რისთვისაც ვიბრძვით მე და ჩვენი თანამებრძოლები, ის რისთვისაც იბრძვის მიშა, რომელიც იყო თავისუფალი, წარმატებული და ახლა არის პატიმარი. ჩვენ შეიძლება განსხვავებული სტრატეგია გვაქვს, თუმცა გვაქვს საერთო მიზანი და ესაა მთავარი. ის რომ შეიძლება ტაქტიკაზე ვერ შევთანხმდეთ, არ ცვლის საერთო სურათს.

დიახ, გეტყვით რომ ოპოზიციის უკეთესი მომზადებაა საჭირო, იმისთვის რომ გავიმარჯვოთ: გვიყალბებენ არჩევნებს, გვართმევენ გამარჯვებას; თუმცა არაფერი გამოუვათ თუ ჩვენ ვიქნებით კარგად ორგანიზებულები და გამარჯვებაზე ორიენტირებულები.

არაფერი გამოუვათ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს შორის წარუმატებლობაში დამნაშავეთა ძებნის ნაცვლად, გამარჯვებაზე ვიფიქრებთ. დიახ, მე მგონია რომ უნდა ვორიენტირდეთ ერთიან, მთავარ მიზანზე – უკეთეს საქართველოზე.

ჩვენ შეიძლება ვიყოთ განსხვავებულები, მაგრამ გვქონდეს ერთი მიზანი. ჩვენი იდეა არის უკეთესი საქართველო და მიზანი გვაქვს ყველას ერთი – დანარჩენზე გვქონდეს ბევრი დისკუსია, მაგრამ ბოლოს, იდეით ანთებულები, ჩვენი სიმტკიცით და თანმიმდევრულობით ვიმარჯვებთ.

დიახ, მე ვიცი რომ ჩვენს პარტიას აქვს დიდი მხარდაჭერა, თუმცა არასაკმარისი, ბევრად მეტია ის ადამიანი, ვისაც უნდა ცვლილება და ჩვენ ყველანი, ვისაც არ მოგვწონს დღევანდელი ყოფა, არ მოგვწონს განსხვავებული მიზეზებით, ვართ თანამოაზრეები;

ყოველდღიურად ვხვდები ასობით ადამიანს და ვიცი როგორ მივაღწევთ ცვლილებებს. და დიახ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვება არ იყოს პარტიის გამარჯვება. ეს არ უნდა იყოს გამარჯვება ნიშნის მოგებით, რომ ვინმემ ვინმეს აჯობა. არა, ეს უნდა იყოს ქვეყნის გამარჯვება, უკეთესი ხვალინდელი დღე ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის.

P.S. TV იმედის დადგმული, საბჭოთა სტილის კრიტიკა ყოველ ჯერზე მაფიქრებინებს, თუ რამდენად მართალია ყველა ის ადამიანი თავის ბრძოლაში, ვისაც ამ ეთერში "აშავებენ". – წერს მელია.

"იმედის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ საქართველოში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge