png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

სააკაშვილის გარეშე არ არსებობს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ის ფორვარდია, მაგრამ მის გარშემო ივანიშვილის დასამარცხებლად აუცილებელი კოალიცია ვერ იკრიბება - გიგი უგულავა

  • პოლიტიკა
  • 08.02.2022
  • 14:27
სააკაშვილის გარეშე არ არსებობს რეჟიმის წინააღმდეგ  ბრძოლა, ის ფორვარდია, მაგრამ მის გარშემო ივანიშვილის დასამარცხებლად აუცილებელი კოალიცია ვერ იკრიბება - გიგი უგულავა

გარეშე არ არსებობს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ის ფორვარდია, მაგრამ მის გარშემო ივანიშვილის დასამარცხებლად აუცილებელი კოალიცია არ/ვერ იკრიბება, - წერს იგი უგულავა ვრცელ განცხადებაში, რომელსაც პოლიტიკოსი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ავრცელებს.

უგულავას თქმით, მესამე პრეზიდენტი ერთადერთი პოლიტიკოსია ქვეყანაში, რომელსაც ბოლო 20 წელია სტაბილური რეიტინგი აქვს.

"სააკაშვილი საქართველოში ერთადერთი პოლიტიკოსია ვისაც უკანასკნელი 20 წლის მანძილზე სტაბილურად აქვს მინიმუმ 25% (აქ სახელისუფლო ციფრებს არ ვეხები. ის ასტრონომიულია, მაგრამ ასევე სახელისუფლო რესურსიც ურევია). და ეს არნახული დევნის და შევიწროვების პირობებში. ის ეპოქალური პირია საქართველოს ისტორიაში. მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება დაბრუნებული საქართველოში, გაებაიბურებინა მთავრობა, წასული ციხეში, 50 დღიანი შიმშილობა - ყველაფერი ეს ისტორიული მოვლენებია. ფაქტია ქართულმა საზოგადოებამ ის ემოციურად დაიბრუნა. ამას რა პოლიტიკურ კონსტრუქციას დააშენებს სააკაშვილი, ამას მომავალი აჩვენებს, თუმცა ახლა მისი ციხიდან განთავისუფლება მტკივნეული და დროში ტევადი პროცესი იქნება. მას სტრატეგიული მოთმინება სჭირდება და ეს დრო უნდა გამოიყენოს მათი გულის მოსაგებად, ვისაც დღემდე ეშინია მისი. ეს შიშები ძირითადად ომს და ძალოვნებს უკავშირდება. ამასთანავე უკრაინის თემა მომდევნო წლებში სულ უფრო გადახლართული იქნება ჩვენს ბედთან. შესაბამისად, სააკაშვილმა მკაფიო უნდა გახადოს რას უპირებს თავის უკრაინულ კარიერას? ის უკვე 8 წელიწადია უკრაინულ პოლიტიკაშია. ეს ძალიან დიდი დროა. თითქმის იმდენი, რამდენიც პრეზიდენტი იყო საქართველოში. მისი სახელის ცნობადობა რეგიონში არნახულად მაღალია. მას იცნობს არა მხოლოდ პოლიტიკური კლასი, არამედ აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოსახლეობა. ეს ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალია. საქართველოში ენმს მიერ 2020-ში მის პრემიერობის კანდიდატად დაყენებამ კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება გააჩინა. ქვეყანაში არაა 51% ამომრჩეველი ვინც სააკაშვილის პრემიერობას დაუჭერს მხარს. სააკაშვილს პრობლემები აქვს დასავლეთშიც. აღმოსავლეთ ევროპელი Strongman-ები კაჩინსკი, ორბანი ისედაც აშინებს ბრუსელს. სამწუხაროდ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, უფრო სწორედ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მასზე არსებული ეს სტერეოტიპი შეერბილებინა. არადა, 2012-ში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მერე უკრაინის 8 წელი ამაში უნდა დაეხარჯა.

ამდენად ახლა გვაქვს ვითარება, რომ სააკაშვილი ოპოზიციაში არის ყველაზე მსხვილი ფიგურა (და ასეთად დარჩება კიდევ კარგა ხანი), მაგრამ ის არაა კოალიციის მშენებელი. მის გარეშე არ არსებობს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ის ფორვარდია, მაგრამ მის გარშემო ივანიშვილის დასამარცხებლად აუცილებელი კოალიცია არ/ვერ იკრიბება." წერს გიგი უგულავა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge