png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური საჩივრების განხილვა დაიწყო

  • სამართალი
  • 08.02.2022
  • 15:48
სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური საჩივრების განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ინდივიდუალური საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო - ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

საია-ს განცხადებით, სასამართლომ ინდივიდუალურად წარდგენილ 59 საჩივართან (ჯიოშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და 58 სხვა საჩივარი) დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას კითხვებით მიმართა. განსახილველ საქმეებს შორის არის საიას მიერ გაგზავნილი 12 საჩივარი, რომელიც 78 ადამიანის ინტერესების დაცვას ეხება.

სასამართლოს წერილის თანახმად, რუსეთის ფედერაციას 2022 წლის 02 მაისამდე აქვს ვადა, ევროპული სასამართლოს წინაშე უპასუხოს კითხვებს, მომჩივანთა მიმართ დაირღვა თუ არა კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება); 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი (საკუთრების უფლება), მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება), და, ამ უფლებებთან ურთიერთკავშირში მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლები. ხსენებულ მუხლებთან დაკავშირებით სასამართლო განიხილავს, აქვთ თუ არა მომჩივნებს წვდომა თავიანთ საკუთრებასთან, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, და, შეერაცხება თუ არა რუსეთის ფედერაციას მათ მიმართ ამ უფლებების დარღვევა.

"სასამართლოს განმარტებით, საკუთარ სახლებში დაბრუნების შეუძლებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ქართველების მიმართ კვლავ გრძელდება. შესაბამისად, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას და ასევე, რუსეთის ფედერაციას, როგორც ამ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, კონვენციით ეკისრება ვალდებულება, ქართული წარმოშობის მცხოვრებლებისთვის სახლებში დაბრუნების უფლება მისცეს", - ნათქვამია განცხადებაში.

საია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე იცავს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 350-ზე მეტ დაზარალებულ ადამიანს.

შეგახსენებთ, 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილებასახელმწიფოთაშორის საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ დარღვევებს შეეხება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge