png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ნატო საქართველოს და უკრაინას კარს ვერ დაუხურავს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

  • პოლიტიკა
  • 08.02.2022
  • 21:19
ნატო საქართველოს და უკრაინას კარს ვერ დაუხურავს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ პარლამენტის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებასა და ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის პრინციპებზე ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებაც გააკეთა.

ლუიჯი დი მაიოს განცხადებით, იტალიის მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა უკრაინაში სამხედრო ესკალაცია თავიდან იქნეს აცილებული.

"ვმუშაობთ, რათა თავიდან ავიცილოთ სამხედრო ესკალაციის შემაშფოთებელი რისკი", - განუცხადა მან დეპუტატებს.

მინისტრის განცხადებით, სამხედრო ესკალაცია გამოიწვევს უმძიმეს შედეგებს ჰუმანიტარული, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით.

მისივე თქმით, ნატო უკრაინასა და საქართველოს კარს ვერ დაუკეტავს, მიუხედავად იმისა, რომ "მოსკოვისთვის ეს "წითელი ხაზია".

"ნატო-ს, რა თქმა უნდა, არ შეუძლია უარი თქვას ღია კარის პრინციპზე და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე კიევისა და თბილისის მიმართ აღებულ ვალდებულებებზე, რომელიც საქართველოს და უკრაინას მომავალში ალიანსში გაწევრიანების საშუალებას აძლევს", - თქვა ლუიჯი დი მაიომ.

ამავდროულად, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შიდა რეფორმების პროცესი, რომელიც კიევმა უნდა გაატაროს ნატოს სტანდარტებთან მიახლოების მიზნით, ჯერ კიდევ არასრულყოფილია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge