png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ვინ აფინანსებს "მთავარ არხს", ხომ არ ვიცით? ეს არის სააკაშვილის მოპარული ფული, რომლითაც საზოგადოებას ყოველდღიურად აწვდიან ტყუილებს - მამუკა მდინარაძე

  • პოლიტიკა
  • 10.02.2022
  • 14:39
ვინ აფინანსებს "მთავარ არხს", ხომ არ ვიცით? ეს არის სააკაშვილის მოპარული ფული, რომლითაც საზოგადოებას ყოველდღიურად აწვდიან ტყუილებს - მამუკა მდინარაძე

ვინ აფინანსებს "მთავარს", ხომ არ ვიცით? ეს არის სააკაშვილის მოპარული ფული. ვინ აფინანსებს ტვ "პირველს" ხომ არ ვიცით?, საქართველოში სარეკლამო ბაზარი სულ 60 მილიონია, რომელიც ერთი ტელევიზიის შენახვას სჭირდება, საიდანაც რეკლამის ნახევარზე გაცილებით ნაკლები მიდის ოპოზიციურ არხებზე, დანარჩენი თანხები, ათეულობით მილიონი საიდან მოდის? - ამ კითხვით "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე "მთავარ არხს" მიმართა.

მისი თქმით, სააკაშვილის მიერ მოპარული ფულით საზოგადოებას ყოველდღიურად აწვდიან ტყუილებს და დანაშაულებრივი გზით მიღებული უდიდესი შემოსავლებით იმართება ის ტელევიზიები, რომლებიც დღეს მათ სასარგებლოდ მოქმედებენ.

"ხომ არ შეგიძლიათ მითხრათ ვინ არის თქვენი ტელევიზიის დამფინანსებელი. აი, მაგალითად, ვინ აფინანსებს "მთავარს", ხომ არ ვიცით? ეს არის სააკაშვილი მოპარული ფული. ვინ აფინანსებს ტვ "პირველს" ხომ არ ვიცით, თქვენ წარმოდგენა არ გქონიათ, ბოდიში, 60 მილიონია სარეკლამო ბაზარი საქართველოში სულ, რომელიც სჭირდება ერთი ტელევიზიის შენახვას, ამ ქვეყანაში ყველაზე რეიტინგულია "იმედი" მაგალითად და რეიტინგების მიხედვით იყიდება ხომ რეკლამა, ვიცით. სულ არის 60 მილიონი, საიდანაც, ნახევარზე გაცილებით ნაკლები რეკლამის ანუ საერთო ამ რაოდენობის, მიდის თქვენ არხებზე, ხომ ასეა? მაშინ როგორ ხდება, ერთი ტელევიზიის შენახვას რომ უნდა 40 და 60 მილიონი, რეკლამა როგორ ინახავს? დანარჩენი თანხები ათეულობით მილიონი საიდან მოდის გამცემთ პასუხს, რადგან შემოხვედით დისკუსიაში? ვერა, იცით რატომ ვერ გამცემთ? მოპარული ფულია.

ჩვენ ვიცით მაგალითად ვინ აფინანსებს "იმედს", ვიცით ხომ ვინ აფინანსებს დავუშვათ "რუსთავი 2"-ს და ა.შ. არ ვიცით ვინ აფინანსებს მაგალითად "მთავარს" იმიტომ, რომ ეს არის სააკაშვილის მიერ მოპარული ფული და ამ ფულით საზოგადოებას ყოველდღიურად აწვდიან ტყუილებს. ეს არის მთელი ანატომია ამ ყველაფრის და ამის გადასაფარად ხდება ხოლმე მერე აქეთ გაღმა შედავებები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge