png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ბათუმში, გმირთა ხეივანში მინიმუმ 60 ნომერიანი სასტუმროს მშენებლობისთვის მთავრობა ინვესტორს ეძებს

  • ეკონომიკა
  • 16.02.2016
  • 10:47
ბათუმში, გმირთა ხეივანში მინიმუმ 60 ნომერიანი სასტუმროს მშენებლობისთვის მთავრობა ინვესტორს ეძებს

ბათუმში, გმირთა ხეივანში მინიმუმ 60 ნომერიანი სასტუმროს მშენებლობისთვის მთავრობა ინვესტორს ეძებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, აუქციონზე ბათუმში, ტბ. აბუსერიძის ქუჩა N15/ ქ. ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა N5/ქ. ბათუმში, ტბ. აბუსერიძის ქუჩა N17-ში მდებარე 3047 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გამოიტანა, რომლის გასხვისებასაც უწყება 1-ელი მარტისთვის ჩანიშნულ, პირობებიან აუქციონზე გეგმავს.

ობიექტის საწყისი ღირებულება 460 ათასი დოლარია. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობა დაიწყოს, რომელიც თავის მხრივარანაკლებ 60 ნომერზე გათვლილ სასტუმროს, მიწისქვეშა ავტოსადგომს და სტილობატს (ე.წ "პოდიუმი") უნდა აერთიანებდეს. ეს უკანასკნელი კი გამოყენებული უნდა იქნას საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულებით.

ინვესტორმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 54 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის დასრულება, ექსპლუატაციაში მიღება და თანამედროვე საინჟინრო-კომუნალური ქსელების მოწყობა უნდა უზრუნველყოს.პროექტის განხორციელებისათვის ინვესტორმა მინიმუმ 10 მლნ 700 ათასი აშშ დოლარის განხორციელება უნდა უზრუნველყოს.

შეგახსენებთ, რომ გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ იმუშავა. ტერიტორიის ფართობია 3 ჰა. დაგეგმარების მიხედვით ხეივანი 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად დაიყო, რომლის ათვისება 3 ეტაპად განხორციელდება.

კონცეფციის მიხედვით შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი განისაზღვრა. ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტებისა და სპორტული ცენტრების განთავსება იქნება შესაძლებელი. გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა,სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

იმავდროულად, გმირთა ხეივანში 3 ახალი ინვესტიციის განხორციელება დაიწყო: შპს „DAR BUILDING”-ი 22 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტს, ხოლო შპს „სახლი ხეივანში“ 9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge