png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

"ომიკრონის" შემთხვევაში, უმეტესად ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ემართება "ომიკრონი" - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 14.02.2022
  • 12:44
 "ომიკრონის" შემთხვევაში, უმეტესად ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ემართება "ომიკრონი" - ირაკლი ღარიბაშვილი

„დელტა“ და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის“ შემთხვევაში, უმეტესი შემთხვევაა, რომ ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ემართება „ომიკრონი“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეიცვალა მიდგომა, რადგან აზრი დაკარგა მწვანე ბარათის გამოყენებამ და ხელისუფლებამ საჭიროდ ჩათვალა მწვანე პასპორტების მოთხოვნის ვალდებულების გაუქმება.

„ ჩვენ რა თქმა უნდა, შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება და მუშაობა. რატომ, ძალიან მარტივია. აზრი დაკარგა აღნიშნული მწვანე ბარათების გამოყენებამ, რადგან იმის მიუხედავად, რომ თავდაპირველად ჩვენი მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება, მოგეხსენებათ, რომ „დელტა“ და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის“ შემთხვევაში, უმეტესი შემთხვევაა, რომ ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ემართება „ომიკრონი“. მე ვარ მაგალითი. მქონდა სხვა შტამი გასულ წელს. ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით და მაინც დამემართა „ომიკრონი“, თუმცა გეტყვით, რომ მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აბსოლუტურ შემთხვევებში აღნიშნული ვირუსი. მიდგომა შეიცვალა, რადგან აზრი დაკარგა ამ ვაქცინის, უკაცრავად, ამ მწვანე ბარათის გამოყენებამ. ამიტომ, ჩავთვალეთ საჭიროდ ამის გაუქმება.

მეორე მხრივ, გავაგრძელეთ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს 50 წლის ზემოთ ადამიანების აცრა. დაზღვევის და პრევენციის მიზნით. განსაკუთრებით ვინც ასაკშია და ვისაც აქვს თანმდევი დაავადებები, რომ არ გაურთულდეთ ეს ვირუსი. სხვა დანარჩენი არის სრული კონტროლის ქვეშ. ევროპის ქვეყნებმა, ამერიკამ, ყველამ გახსნეს და არავინ აღარ ფიქრობს შეზღუდვებზე. პირიქით, ერთ მხრივ, რა თქმა უნდა, ვმართოთ და კონტროლი გვქონდეს მაქსიმალური და მეორე მხრივ, უნდა შევუწყოთ ხელი ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას და აღდგენას. ძალიან კარგი შედეგი გვქონდა შარშან. ეკონომიკური ზრდა გვქონდა 10,6 პროცენტი, წელს კიდევ გვინდა, ძლიერი შედეგი გვქონდეს. ამას სჭირდება ძალიან მშვიდად შეგუება და თანაცხოვრება ამ პანდემიასთან. ვაქცინაცია უნდა დავაჩქაროთ, წავახალისოთ კიდევ ერთხელ ეს კამპანია. 50 წელს ზემოთ პირებს ვუხდით 200 ლარს აცრებში, ბუსტერდოზის შემთხვევაში კი, დამატებით 100 ლარს ვუხდით. ვფიქრობ, ეს კამპანიაც უნდა გაფართოვდეს და ამის თაობაზე ზურაბ აზარაშვილი აქტიურად მუშაობს. რეგიონებში უნდა ჩავიტანოთ ვაქცინებიც და განსაკუთრებით ამ ჯგუფებზე უნდა მოხდეს მეტი ყურადღების გადატანა“,  – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge