png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

COVID-19 დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით 95% ომიკრონითაა განპირობებული - NCDC

  • საზოგადოება
  • 16.02.2022
  • 17:00
COVID-19 დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით 95% ომიკრონითაა განპირობებული - NCDC

COVID-19 დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით 95% ომიკრონითაა განპირობებული.

ამიტომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას, რაც აღნიშნულ ვარიანტთან დაკავშირებით უნდა ვიცოდეთ:

COVID-19-ის გამომწვევი ახალი ვარიანტი 2021 წლის ნოემბრიდან გავრცელდა და წინა ვარიანტებთან შედარებით გავრცელების მაღალი სისწრაფით ხასიათდება;

ომიკრონის ვარიანტი დელტა ვარიანტთან შედარებით 5-ჯერ უფრო გადამდებია;

ომიკრონის შტამით ინფიცირების შემთხვევაში დაავადება, უმრავლეს შემთხვევაში, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს;

ომიკრონისთვის ყველაზე დამახასიათებელი სიმტომებია: ყელის, თავის ან წელის ტკივილი, სურდო, ზომიერი ცხელება, ხველა, ღამით ოფლიანობა, საერთო სისუსტე და სხვ.;

სიმტომების აღმოჩენის შემთხვევაში, ნუ აღელდებით, დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან დარეკეთ 15-22 ზე და ისარგებლეთ ონლაინ კლინიკით. დარჩით სახლში, მოერიდეთ ოჯახის წევრებს და, თუკი მათთან კონტაქტი გარდაუვალია, გამოიყენეთ პირბადე, არ გამოიყენოთ საერთო სარგებლობის ნივთები, გაწმინდეთ და საგულდაგულოდ დაასუფთავეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები, მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე და დარჩით ფიზიკურად აქტიური სახლის პირობებშიც.

გახსოვდეთ, ვაქცინაცია დაავადების მძიმედ განვითარების პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა, ბუსტერი კი მნიშვნელოვნად ზრდის, მათ შორის ომიკრონისგან, დაცულობას.

გაითვალისწინეთ რეკომენდაციები და დაიცავით საკუთარი და საყვარელი ადამიანების სიცოცხლე!

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge