png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს გარეშე - სტოლტენბერგი

  • პოლიტიკა
  • 17.02.2022
  • 18:18
საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს გარეშე - სტოლტენბერგი

ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრები, ჯუანშერ ბურჭულაძე და ოლექსი რეზნიკოვიც იღებდნენ.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოსა და უკრაინის თაობაზეც ისაუბრა.

"დღეს ჩვენ შევხვდით ჩვენს ახლო პარტნიორებს უკრაინასა და საქართველოს. ვიმსჯელეთ რუსეთის აგრესიის განგრძობად საფრთხეებზე, უსაფრთხოების სიტუაციის გაურესებაზე შავი ზღვის რეგიონში და ნატოს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე ამ ორი ქვეყნისთვის.

ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსული ძალების ყოფნა საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

ნატოს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს მათი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ნატოს მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ ნატოს კარი ღია რჩება. ნატოს წევრობასთან დაკავშირებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ალიანსის წევრები და ასპირანტი ქვეყნები იღებენ. თითოეული ქვეყნის უფლება თავად აირჩიოს საკუთარი გზა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპია.

გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნება მიუღებელია, სადაც დიდი ძალები ზეწოლას ახდნენ, აშინებენ და წესებს კარნახობენ სხვებს. უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე გადაწყვეტილება არ მიიღება. საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე გადაწყვეტილება არ მიიღება“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მანამდე, ალიანსის წევრი ქვეყნებისა და უკრაინის თავდაცვის მინიტრებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და პატივისცემა გამოხატა და რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრმა საქართველოსა და უკრაინის საერთო გამოწვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები რისკის ქვეშ აყენებს ქართველი და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოებასა და თავისუფლებას. მისივე განცხადებით, აღნიშნული გამოწვევების პარალელურად საქართველო განაგრძობს თავდაცვის სფეროში რეფორმების გატარებას, რათა განავითაროს თავდაცვის შესაძლებლობები და გააუმჯობესოს ურთიერთთავსებადობა ნატოსთან.

სიტყვით გამოსვლისას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნატოს წევრობა ურყევი სტრატეგიული არჩევანია. უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის კი, მან ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორების მეტ ჩართულობაზე, ნატოს შავი ზღვის სტრატეგიის აუცილებლობასა და ღია კარის პოლიტიკის ფუნდამენტურ პრინციპებზე ისაუბრა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის არსებული მექანიზმებიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და აშშ-ის მხარდაჭერით, საქართველო ინსტიტუციურ, საწვრთნელ და ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს წარმატებით ავითარებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge