png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ხელისუფლება მექცევა ზუსტად ისე, როგორც ცხინვალში ოკუპანტები მოექცნენ გენადი ბესტაევს - სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 21.02.2022
  • 20:07
ხელისუფლება მექცევა ზუსტად ისე, როგორც ცხინვალში ოკუპანტები მოექცნენ გენადი ბესტაევს - სააკაშვილი

ხელისუფლება მექცევა ზუსტად ისე, როგორც ცხინვალში ოკუპანტები მოექცნენ გენადი ბესტაევს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, მისი ჰოლანდიელი ექიმის აზრით, კატეგორიულად გამორიცხულია განმეორებითი შიმშილობა, მაგრამ სიცოცხლის ფასად მზად არის სამშობლოს თავი შესწიროს.

ჩემი ჰოლანდიელი ექიმი, დომინიკ ვურჰაგენი მწერს: "კატეგორიულად გამორიცხულია განმეორებითი შიმშილობა. ეს გამოიწვევს უკვე დასუსტებული ჯანმრთელობის ფონზე განმეორებით და უფრო ძლიერ სტრესს, მეტაბოლიზმს, ელეტროლიტების, ფერმენტებისა და ჰორმონალური ცვლის მოშლას, რაც, თავის მხრივ, ქსოვილოვან და უჯრედოვან დონეზე უკვე ისეთ დარღვევებს გამოიწვევს, რასაც შეუქცევადი და ლეტალური შედეგი მოჰყვება".

ეს იმიტომ დავდე აქ, რომ ვინმეს არ ეგონოს, რომ არ ვიცი, რაზე მივდივარ. მე ამას ვაკეთებ შეგნებულად, რათა ყველა, ვინც ფიქრობს - "ხალხისთვის მაინც არავინაა", "ყველა მარტო გამორჩენაზეა", "ეს ქვეყანა მაინც ყველას ფეხზე კიდია" და სხვა რუსულ-ჭორვილური მითი დავამსხვრიო და თუნდაც ჩემი სიცოცხლის ფასად დაგანახოთ, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა ნამდვილად ღირს და იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვემსახურე, მზად ვარ ბოლომდე შევეწირო.

დაე, ვინმეს ეს პათეტიკურად და ძველმოდურად ეჩვენებოდეს. თუ ხედავ, რომ ადამიანებს, რომელთაც გინდა დაეხმარო, ჩაუნერგეს, რომ მათთვის მაინც არავინაა, ზოგჯერ ასეთი რამის გაკეთება ხდება აუცილებელი. ცნობისთვის, მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე.

ხელისუფლება მექცევა ზუსტად ისე, როგორც ცხინვალში ოკუპანტები მოექცნენ გენადი ბესტაევს. სპეციალურად დაელოდნენ მისი სიმპტომების გაღრმავებას და ჯერ დაინვალიდებას და შემდეგ პრაქტიკულად მკვდარი დააბრუნეს გორში, - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ უვადო შიმშილობას იწყებს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge