png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება მიმართულია არა მხოლოდ უკრაინის სახელმწიფოებრიობის რღვევის, არამედ საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლისკენ - "ნაციონალური მოძრაობა"

  • პოლიტიკა
  • 22.02.2022
  • 10:53
პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება მიმართულია არა მხოლოდ უკრაინის სახელმწიფოებრიობის რღვევის, არამედ საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლისკენ - "ნაციონალური მოძრაობა"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' გმობს ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის რეგიონების-დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას.

პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და მიმართულია არა მხოლოდ უკრაინის სახელმწიფოებრიობის რღვევისა, არამედ, საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლისკენ. "აღნიშნული ქმედება არის პუტინის მილიტარისტული ექსპანსიონიზმის გაგრძელება, რისი ნაწილიც არის 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია, საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობითი ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმის ანექსია, ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ოკუპაცია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. უკრაინა და საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და თავად ირჩევენ, რომელ საერთაშორისო ალიანსებში გაერთიანდებიან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პუტინის არაკანონიერ და აგრესიულ ქმედებებს მოყვება დასავლური სახელმწიფოების გადამწყვეტი და მყისიერი რეაგირება. თავისუფალი სამყაროს კოორდინირებულ პასუხი - რუსეთის წინააღმდეგ დაუყოვნებლივი, ყოვლისმომცველი სანქციები და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება გამოიწვევს აღიარების საფრთხეების მინიმიზაციას, შეაკავებს რუსეთის სამხედრო აგრესიას და შექმნის წინაპირობას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის", აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge