png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

სანქციები, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა, უფრო სიმბოლურია, მაგრამ არის რიგი სანქციებისა, რომელსაც შედეგი ექნება - სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 22.02.2022
  • 21:45
სანქციები, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა, უფრო სიმბოლურია, მაგრამ არის რიგი სანქციებისა, რომელსაც შედეგი ექნება - სალომე ზურაბიშვილი

არის მთელი რიგი სანქციებისა, რომელიც რეზულტატს გამოიღებს, არსებობს გამოცდილება დასავლეთის ქვეყნებში, როდესაც სანქციები დაწესდა და მან მოიტანა შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მიერ დონეციკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სანქციები ამ ეტაპზე სიმბოლურია, თუმცა მომავალში შეიძლება, გაცილებით მეტი სანქცია დაწესდეს.

„დღეს რაც ხდება სანქციების კუთხით, ჩემი მოსაზრება არ განსხვავდება იმ სულისკვეთებისგან, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია. როდესაც დემოკრატიული ქვეყანა ხარ და არ პასუხობ აგრესიას, ეს შეიძლება, ვიღაცამ აღიქვას დემოკრატიის სისუსტედ, მაგრამ ასე მუშაობს დემოკრატია. როდესაც დიდია სხვაობა დემოკრატიასა და დიქტატურას შორის, დემოკრატიას აშინებს ადამიანთა სიცოცხლე და სწორედ ეს იქცევა შემდეგ სისუსტის საგნად. რეაგირება რა თქმა უნდა სანქციებით ხდება. მიმაჩნია, რომ ის სანქციები, რომელიც დაწესდა უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკელი ინვესტორები ჩავიდოდნენ ამ ორ რეგიონში, ლუგანსკში არ ჩადებდნენ ფულს, მაგრამ ეს არის სიგნალი იმისა, რაც მოხდება მომავალში. ეს სანქციები ცოტათი ბუნებრივია განსხვავებული სახითაც იქნება დაწესებული, იმისგან განსხვავებული, რაც გვინახავს ადრე. თუ რამე უნდა ვისწავლოთ წარსულიდან – 2008 წელს საქართველოში შემოსვლისა და 2014 წელს უკრაინაში შესვლის საფუძველზე არის ის, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იყენებდნენ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც მათ გააჩნდათ იმ ეტაპზე. ამის ფასი რუსეთს არ ჰქონდა გადახდილი სრულად, ვერ მოხდა მისი შეკავება, სწორედ ამიტომ გვაქვს ეს გამოწვევა დღეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სანქციებს შედეგი აქვს და ამის გამოცდილება დასავლეთს გააჩნია.

„ომის გარეშე რა შეიძლება, გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსეთს შევაგნებინოთ, ეს არის ის მორალური, პოლიტიკური, ფინანსური ფასი, რომელიც ექნება გადასახდელი. მექანიზმები არის სანქციები. მთელი რიგი სანქციებისა არის, რომელიც რეზულტატს გამოიღებს, არსებობს გამოცდილება დასავლეთის ქვეყნებში, როდესაც სანქციები დაწესდა და მან მოიტანა შედეგი. ბევრმა იფიქრა რომ გერმანია არ გადადგამდა ამ ნაბიჯს, მაგრამ გერმანია აქაც ძალიან სიმბოლური იყო. ყველამ დავინახეთ, რამდენად სიმბოლური სანქციები დაწესდა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 21 თებერვალს აღიარა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge