png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ოპოზიცია ცდილობს უკრაინის საკითხის გამოყენებას შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის. ამიტომ "ქართული ოცნება" რიგგარეშე სხდომას არ დაესწრება - პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 25.02.2022
  • 11:35
ოპოზიცია ცდილობს უკრაინის საკითხის გამოყენებას შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის. ამიტომ "ქართული ოცნება" რიგგარეშე სხდომას არ დაესწრება - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ რიგგარეშე სხდომას ოპოზიციის ნაწილის მხრიდან უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოყენების გამო არ დაესწრება. პაპუაშვილის განმარტებით, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს უკრაინის საკითხი გახადოს საკუთარი შიდაპოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი.

"გვესმის დეზინფორმაციის მთელი ტალღა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მოდის, უკრაინასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, მათ შორის, რეზოლუციასთან მათი დამოკიდებულებაც ადასტურებს იმას, რომ ცდილობენ უკრაინის საკითხის გამოყენებას შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის. ეს არის მთავარი არსი „ქართული ოცნების“ ფრაქციის განცხადების, რომ არ უნდა მივცეთ საშუალება და სწორედაც, რომ არასწორი სოლიდარობაა უკრაინელი ხალხის მიმართ, უკრაინის თემის შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოყენება. უკრაინის საკითხი, ეს არის საქართველოს უსაფრთხოების საკითხიც, მაგრამ ეს არ არის შიდაპოლიტიკური საკითხი იმ გაგებით, როგორც ცდილობენ წარმოაჩინონ.

ჩვენ გუშინ ვისმენდით, მათ შორის რიგგარეშე სხდომის ინიციატორების მხრიდან, რომ თითქოს, მათი სურვილი იყო პარლამენტში ერთობის დაფიქსირება. ამავე დროს გუშინვე ვისმენდით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც კვლავ აჩვენებს ფარისევლობას. ის აცხადებს, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის რუსული ხელისუფლება და როგორც პუტინი დამარცხდება უკრაინაში, იმავე მომენტში უნდა დამარცხდეს საქართველოს ხელისუფლებაც და ა.შ.

არანაირი ერთობის სურვილი, რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ, ეს არის, მათ შორის, უღირსი მცდელობა, რომ უკრაინის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება უკრაინის უსაფრთხოებას და ამავე დროს, საქართველოს უსაფრთხოებას, აქციონ ყოველდღიური მერკანტილური პოლიტიკის დღის წესრიგის ნაწილად. ამის დაშვებას ფრაქცია „ქართული ოცნება“ არ აპირებს,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge