png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

არაუშავს ირაკლი, როდესაც ომი დასრულდება და ჩვენს თავზე სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია აღარ ჩამოხვიდე - ოლექსი გონჩარენკო ღარიბაშვილს

  • პოლიტიკა
  • 25.02.2022
  • 14:22
არაუშავს ირაკლი, როდესაც ომი დასრულდება და ჩვენს თავზე სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია აღარ ჩამოხვიდე - ოლექსი გონჩარენკო ღარიბაშვილს

უკრინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს მხარი არ დაუჭირა. თქვენ, რა სტოკჰოლმის სინდრომმა შეგიპყროთ?

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციების დაწესება მის ქვეყანას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. პარლამენტიც კი არ აპირებს რიგგარეშე სხდომაზე შეკრებას. მაგრამ ყელაზე მეტად მაკვირვებს რეაქცია მარტივ კითხვაზე: აპირებს თუ არა ღარიბაშვილი კიევში ჩასვლას სოლიდარობის ნიშნად. პრემიერი ამბობს, რომ უკრაინის ცა დახურულია.

არაუშავს ირაკლი. როდესაც ომი დასრულდება და ჩვენს თავზე სამხედროს ნაცვლად სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია აღარ ჩამოხვიდე.

ქართველებო, ძმებო, ეს როგორ მოგწონთ? ნუთუ დაგავიწყდათ, როგორ ჩამოვიდა თბილისში უკრაინის პრეზიდენტი, როდესაც თბილისისკენ რუსული ტანკები მიდიოდნენ 2008 წელს? თქვენ ამას მოითმენთ თუ ღარიბაშვილს პოპულარული ენით აუხსნით, რა უნდა გააკეთოს?“, - წერს გონჩარენკო.

შეგახსენებთ, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge